პაატა ბურჭულაძე – პრეზიდენტობას კი არა, მთვარეზე წასვლასაც არ გამოვრიცხავ - კვირის პალიტრა

პაატა ბურჭულაძე – პრეზიდენტობას კი არა, მთვარეზე წასვლასაც არ გამოვრიცხავ

ამონარიდი :

პაატა ბურჭულაძე

- აი, თქვენც გაგიგიათ, რომ მოვიდნენ ჩემთან წინადადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურა წამომეყენებინა... რა მეთქმის, მართლა იყო ასეთი წინადადება. თუმცა, დღეს დაკავებული ვარ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით: 9 ივლისს მისრულდება სცენაზე მოღვაწეობის 35 წლისთავი. ამ თარიღს მნიშვნელოვანი შესანიშნვი კონცერტით ავღნიშნავთ, რადგან ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი თარიღია. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იქნება კონცერტი და ახლა ყველაზე მთავარია, კარგად ჩაიაროს ამ კონცერტმა, მერე ვნახოთ...

როგორც მითხრეს, ძალიან ბევრ ადამიანს სურს, ჩემი კანდიდატურა იყოს წარდგენილი. მათ მხოლოდ ერთს ვეტყვი - დღეს ჩამოყალიბებული არ ვარ. არ მინდა გული ვატკინო მათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერც ვერაფრით გავახარებ... ისე საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებას, კი არა, ხვალ რომ მთვარეზე მომიხდეს წასვლა, იმასაც არ გამოვრიცხავ. ყველაფერია ამ ქვეყნად შესაძლებელი. თუმცა, მე ყოველთვის ვარიდებდი თავს პოლიტიკას და რამდენიც ავარიდე, არასოდეს არ წამიგია... კატეგორიული უარი სულ სხვა რამეა და ვიმეორებ, რომ ჩამოყალიბებული არ ვარ, რადგან ამაზე საკმარისად არ მიფიქრია. კარგად რომ დავფიქრდები, რასაც გადავწყვეტ, პირველ რიგში თქვენ გეტყვით და თქვენ და თქვენი გაზეთი იქნებით პირველები, ვინც ამ ამბავს შეიტყობთ. ჯონდი ბაღათურია გამოვიდა გუშინ, მან განაცხადა ამის შესახებ, თორემ ეს ამბავიც მერჩივნა არ გახმაურებულიყო. ისე, ეს არ მომხდარა მხოლოდ გუშინ და გუშინწინ... ჩემთან მოდის ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, არასამთავრობოები და არ შეიძლება არ მოუსმინო და არ დაეთანხმო. ბიძინა ივანიშვილისგანაც იყო შემოთავაზება, მაგრამ არა პრეზიდენტის კანდიდატურაზე... გიორგი მარგველაშვილიც შესანიშნავი კანდიდატურაა, მე ვიცნობ მას და ძალიან მიყვარს და ვაფასებ.

ინტერვიუს სრული ვერსია გამოქვეყნდება პარასკევს, 28 ივნისს.

იხილეთ ვიდეო