19-დღიანი ტყვეობის ქრონიკა
17-08-2009
ქალაქში ჩვენი დაღუპულები ტრუსების ამარა ეყარნენ, ერთიანად გაძარცულები. მათ გვამებს უკვე აღარ შეეხედებოდა იმ პაპანაქება სიცხეში... ზოგიერთი ტყვე ამბობდა, - ერთ დღეში 20 გვამი ავკრიფეთო, ზოგი კიდევ - უფრო მეტს ასახელებდა... ქართველთა გვამებს პირდაპირ ტომრებში ვათავსებდით და ორმოებში ვფლავდით. ბოლოს უკვე ცხინვალის ზემოთ აგვიყვანეს, დიდ თხრილში ჩავასვენეთ ჩვენი მიცვალებულები, რომლებსაც მიწა პირდაპირ ტრაქტორებით მიაყარეს. არავინ იცის, იქ რამდენი ქართველია დაფლული.

”ოსი ქალები გაჰკიოდნენ, - გამოიტანეთ ბენზინი, ამათ გადაასხით და დაწვით”!

”ვუთხარი, - მძღოლი ვარ, გუშინ ჟურნალისტები ჩამოვიყვანე და იმათ ვეძებ-მეთქი. ამ დროს სახეში მომხვდა ავტომატი და წინა ექვსი კბილი ერთად ჩამომემტვრა”


”ოსები და ქართველები ერთმანეთს სააკაშვილმა წაგვკიდა, თორემ ჩვენ შორის ამგვარი სიძულვილი არ გაღვივდებოდაო”.


2008 წლის აგვისტოს ომის სისასტიკე ყველაზე მეტად ყოფილ ტყვეებს არ ავიწყდებათ. "კვირის პალიტრა" ერთ-ერთ მათგანს, გიორგი ხუნაშვილს ესაუბრა, რომელმაც ცხინვალის იზოლატორში გატარებული კოშმარული დღეები გაიხსენა.

- 8 აგვისტოს ახალგაზრდების ჯგუფი თბილისში, ერთ-ერთი რაიონის კომისარიატში მივედით, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. ნაწილი ბიჭებისა ფაქტობრივად რეზერვისტებად ვითვლებოდით და ჩვენივე გადაწყვეტილებით გორში წავედით, თუმცა იქ ჩვენთვის არავის ეცალა. ის ღამე გორში ღია ცის ქვეშ გავათენეთ. ვეღარ გავარკვიეთ, სად უნდა წავსულიყავით... მერე ვიღაცამ გვირჩია, აქვე სამხედრო ნაწილია და იქ მიდითო. არც იმ სამხედრო ნაწილში დაგვხვედრია ვინმე. გზა გავაგრძელეთ და მეორე სამხედრო ნაწილამდე მივაღწიეთ, თუმცა იქიდან ავტომატები მოგვიშვირეს, - აქ რა ჯანდაბა გინდათ, დახურული ზონაა და ვინ შემოგიშვათო!.. მერე ბიჭები გავიშალეთ და ისე გავაგრძელეთ გზა. ერთი მოხუცი ქალი შემოგვხვდა, ვკითხეთ, - ჩვენები სად არიანო და მიგვასწავლა, - აქვე 200 მეტრში,  ტეკს ქვემოთ არტილერტისტები იმყოფებიან, ზემოთ ავტომატიანები დადიან ტყეშიო. ვერც ტეკთან ვნახეთ ჩვენიანები... ცოტა წინ წავიწიეთ და ასე აღმოვჩნდით ზედ ცხინვალთან!.. ვხედავთ, შორიახლოს ოსები მიდი-მოდიან... იქვე მაყვლის ბუჩქებში შევძვერი და ვცადე გზა გამეკაფა... კანტიკუნტად სროლის ხმაც მესმოდა. ბუჩქებიდან რომ გამოვედი, დანგრეული თეატრის შენობა შევნიშნე, მინდოდა ჩუმად შეპარვა, მაგრამ ოსებმა შემნიშნეს, ავტომატი მომიშვირეს, - არ გაინძრე, თორემ გაგათავებთო!.. მერე ერთ-ერთი მათგანი მომიახლოვდა და მკითხა, - აქ რა გინდაო? ვუთხარი, - მძღოლი ვარ, გუშინ ჟურნალისტები ჩამოვიყვანე და იმათ ვეძებ-მეთქი. ამ დროს სახეში მომხვდა ავტომატი და წინა ექვსი კბილი ერთად ჩამომემტვრა, მერე თავიც გამიტეხეს. ერთმა ოსმა გამჩხრიკა და ჯიბიდან რეზერვისტის საბუთი ამომიღო, მკითხა, - ეს რა არისო? ჩემდა საბედნიეროდ, ქართული კითხვა არ იცოდა და საბუთი ნაკუწებად აქცია. მერე სხვა ტყვეებთან მიმიყვანეს და ყველა ერთად წაგვასხეს. მაშინ გავიცანი კობა, ნიკა, თამაზი... ერთი მიტოვებული საბავშვო ბაღის შენობა იყო, იქ ჩაგვამწყვდიეს.  ხნიერი ოსი ქალები მოდიოდნენ და გაჰკიოდნენ, - გამოიტანეთ ბენზინი, ამათ გადაასხით და დაწვით! წამებით ამოხოცეთო!.. თავზე მაისურები ჩამოგვაფარეს და ისე გამოგვიყვანეს გზაზე. მიგვიყვანეს თავიანთ სამინისტროში. იქაც მაგრად დაგვცხეს წიხლები და კონდახები, ზოგი თვალში მხვდებოდა, ზოგი ზურგზე და რა ვიცი კიდევ სად... ამის შემდეგ ჩაგვკეტეს
კამერაში. 11 აგვისტოს, გარეთ გამომიყვანეს და მიბრძანეს, ოსი, რუსი, ჩეჩენი თუ კაზაკი ბოევიკების "ვილისებისთვის" ჩაფუშული საბურავები გამომეცვალა. იქაც მკითხეს, საიდან ხარო და როცა ვუთხარი, თბილისიდან-მეთქი, აგრესია მოემატათ. მემუქრებოდნენ, როგორც ღორს, ისე გამოგჭრით ყელსო. მაშინ ისე მცემეს, რომ ნეკნები ჩამიმტვრიეს. ამის შემდეგ ისევ რომ გამიყვანეს სამუშაოდ (ნაგვის გატანა დამავალეს), სიმძიმის აწევისას ცუდად გავხდი და ისევ კამერაში დამაბრუნეს.

გარეთ უფრო დაუცველები ვიყავით, ტყვია საიდან მოგვხვდებოდა, არ ვიცოდით. დიდი დამცირება გამოვიარეთ. მოდიოდნენ ნასვამი და აგრესიული ოსები და სასტიკად გვისწორდებოდნენ. თუმცა იყო შემთხვევა, როცა გამვლელ ქალებს შევებრალეთ და ისედაც  თავგასისხლიანებულები ცემას გადაგვარჩინეს. - ამათ რას ერჩით, ესენი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან და არა მებრძოლებიო. იმ ქალებს სააკაშვილის მიმართ ჰქონდათ დიდი აგრესია. თქვეს, - ოსები და ქართველები ერთმანეთს სააკაშვილმა კიდევ უფრო წაჰკიდა, თორემ ჩვენ შორის ამგვარი სიძულვილი არ გაღვივდებოდაო. ამ დღის შემდეგ დაღუპულთა დასამარხად გავყავდით.  ქალაქში ჩვენი დაღუპულები ტრუსების ამარა ეყარნენ, ერთიანად გაძარცულები. მათ გვამებს უკვე აღარ შეეხედებოდა იმ პაპანაქება სიცხეში... ზოგიერთი ტყვე ამბობდა, - ერთ დღეში 20 გვამი ავკრიფეთო, ზოგი კიდევ - უფრო მეტს ასახელებდა... მიცვალებულთა აკრეფისას ქართველების, ოსების, რუსების დაყოფა ხდებოდა. ქართველთა გვამებს პირდაპირ ტომრებში ვათავსებდით და ორმოებში ვფლავდით. ბოლოს უკვე ცხინვალის ზემოთ აგვიყვანეს, შემაღლებულ ადგილას, დიდ თხრილში ჩავასვენეთ ჩვენი მიცვალებულები, რომლებსაც მიწა პირდაპირ ტრაქტორებით მიაყარეს.

- ალბათ მათმა მშობლებმა არც იციან, შვილები სად ჰყავთ დამარხული...

- იქ ვინ დაიმარხა და ვინ არა, ამის გარჩევა ახლა უკვე ძალზე ძნელია. არავინ იცის, ცხინვალის ზემოთ შემაღლებულ ადგილას რამდენი ქართველია დაფლული. საპატრიარქოს ძალისხმევით მიცვალებულთა გაცვლის პროცესი როცა დაიწყო, გვამებს უკვე ფიცრებით შეჭედილ ხის კუბოებში ვათავსებდით. მახსოვს, საპატრიარქოს შემოგზავნილი პური და მედიკამენტები დაგვირიგეს, თუმცა მათი ნაწილი ოსებმა წაიღეს. ის დღეები ისე გავატარეთ, სიკვდილის შიში არ მოგვშორებია. ეს შიში მას შემდეგ გაქრა, როცა წითელმა ჯვარმა მოგვინახულა და გვითხრა, - თქვენს გაცვლას ოს ტყვეებზე აპირებენო. პირველ ეტაპზე ბავშვიანი ქალები და მოხუცები გაცვალეს. მერე ჩვენი ჯერიც დადგა... ის დღე არასოდეს დამავიწყდება, როცა ჩემს 19-დღიან ტყვეობას ბოლო მოეღო. 27 აგვისტოს, საკუთარ სახლს დავუბრუნდი. იმაზე რთული პერიოდი, რაც შარშან, 2008 წლის აგვიტოში გამოვიარე, ცხოვრებაში არ მქონია...

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
"ჩემთვის უცხო არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩემი 20 წლიანი სტაჟის ნახევარზე მეტს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა ითვლის. ამ ორი წლის განმავლობაში მომიწია სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელობა, მათთან მუშაობა. ვეცდები, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც საჭირო იქნება და თქვენი იმედები გავამართლო."
დაწვრილებით...
"რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაა აუცილებელი"

შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას დიდი რეზონანსი მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დიდი საკადრო წმენდის მხოლოდ დასაწყისია.
დაწვრილებით...
"დღესაც თანამდებობაზეა ის, ვინც ვაზაგაშვილის დისკრედიტაციაში ფულს იხდიდა"

20 იანვარს კასპის სოფელ ყარაფილაში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. ხალხი სამართალდამცველებისგან პასუხს ელოდება - ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი?
დაწვრილებით...
დროა, ხელისუფლებამ საზოგადოება პარტნიორად გაიხადოს
დაწვრილებით...
მკვლელობაც არის და მკვლელობაც - ადამიანის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქება; იმ შვილის, ვისი დაღუპვის საქმის გამოძიებისთვის იბრძოდა ბოლო რამდენიმე წელი...
დაწვრილებით...
"ბიძინა ივანიშივლმა კი, იქნებ, მოგვაწოდოს სტატისტიკა რამდენმა ნდობით აღჭურვილმა პირმა გაუცრუა იმედები?!"

"ჭიკაიძემ მოინდომა და გადადგა. დარწმუნეული ვარ, მას პრემიერთან კონსულტაციები ჰქონდა და გადაწყვეტილებაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილთან შეათანხმა."

"ჩემი აზრით, პრემიერმა საზოგადოების ნდობა მეტნაკლებად დაკარგა"
დაწვრილებით...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ალექსანდრე ჭიკაიძის საგანგებო განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
დაწვრილებით...
"ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ, განვიხილოთ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობები, მაგრამ ნაბიჯი პირველად რუსეთმა უნდა გადადგას" 
დაწვრილებით...
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ისეთი ამბავი ატყდა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა ერთმანეთი ლამის დუელში გამოიწვიონ!
დაწვრილებით...
სად შეიძლება საქართველომ ეძებოს პარტნიორი ისლამურ ტერორიზმთან საბრძოლველად?!
ჩვენი ორი უახლოესი მეზობელი:
დაწვრილებით...