გიორგი მარგველაშვილი: კონკურენტების არ მეშინია!
გიორგი მარგველაშვილი: კონკურენტების არ მეშინია!
07-10-2013
სააკაშვილის წასვლით პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ეპოქა მთავრდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია МИР-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"სააკაშვილის წასვლით პოსტსაბჭოთა პოლიტიკის ეპოქა მთავრდება. ცალკე სააკაშვილსა და შევარდნაძეზე ვერ ვისაუბრებ. ვიტყვი იმას, რა ეპოქა მოდის. დგება ევროპული ტრადიციების მქონე, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ეპოქა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას, როგორც გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ მიდის და აქტიურად იქნება ჩართული როგორც საზოგადოებრივი აზრის შექმნსა და ფორმირებაში, ისე ბიზნესის სფეროში.
"ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის წონიანი ფიგურაა. ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მიდის. თანამდებობიდან წასვლა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლა ერთი და იგივე არ არის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც ტელეკომპანია МИР-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარგველაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში ახალმა მთავრობამ ქვეყანა პოლიციური რეჟიმისგან გაათავისუფლა.
"კონკურენტების არ მეშინია. ხელისუფლებაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში ჩვენ რეალურად შევძელით სახელმწიფოში ბევრი რამის შეცვლა. ფაქტობრივად, აღარ არსებობს პოლიციური რეჟიმი და მოსახლეობის ტოტალური კონტროლი. შეიცვალა სოციალური პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული გახდა ადამიანზე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ერთი წლის იუბილე "ქართულმა ოცნებამ" მოკრძალებულად აღნიშნა და მთელი დღე მუშაობაში გაატარა. მისივე თქმით, ახლა ის პერიოდია, როცა ხელისუფლება უფრო მუშაობს, ვიდრე სუფრასთან ზის და სადღეგრძელოებს ამბობს.
"ერთი წლის იუბილეზე მთავრობამ მთელი დღე მუშაობაში გაატარა. ახლა ისეთი პერიოდია, როცა ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ და ნაკლებ დროს ვატარებთ სუფრასთან, სადღეგრძელოების თქმაში. ასეთი სამუშაო რეალობაა საქართველოში. წინ არჩევნები გველის და ყველანი აქტიურად ვართ ჩართული ამ პროცესში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მაღალჩინოსნების დაკავებებს, როგორც "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, წინა და ახლანდელი ხელისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს შენების არსს სხვადასხვაგვარად ხედავენ. მისივე თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში მნიშვნელობა არა აქვს ხარ თუ არა მაღალჩინოსანი, თუ ამ ადამიანმა დანაშუალი ჩაიდინა, ის უნდა წარდგეს კანონის წინაშე.
"ჩვენ გავაგრძელებთ იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას, რომელთაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაიდინეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
nika
24 ოქტომბერი 2013 16:52
ოჯახური ამბავი შენი საქმე არ არი. მარგველაშვილი კაი კაცია და გახდება პრეზიდენტი.
eliozi
14 ოქტომბერი 2013 19:06
არჩევნებამდე,ოღონდ საწადელს მიაღწიონ-,,სასწაულმოქმედი" არიან პოლიტიკოსნი და არჩევნების შემდეგ,როცა გაინაღდებენ გამარჯვებას-სასწაულებრივად ქრებიან!!! თუმცა რა უნებო საზოგადოებაც ვართ,ის უნებო პოლიტიკური დონეა ქვეყანაში!!! როდემდე უნდა ვიცხოვროთ არჩევნებიდან-არჩევნებამდე??? საშველი არც არჩევნებამდეა და უსაშველობა,არჩევნების მერე ვნახოთ!!!
სხვა სიახლეები
"თუ "ბრძენკაცი" თავის საფირმო დაპირებას შეასრულებს და "უფასო ფულს" დაურიგებს ხალხს, შემდეგი ორი წელი ალბათ უკეთესი იქნება."

"ხალხს ღირსება დაუბრუნდა... პირველი წელი, მართლა ძალიან ძნელი იყო, მეორე შედარებით სტაბილურია, მესამე და მეოთხე მართლაც ეფექტური იქნება"
დაწვრილებით...
"მკითხეს, ასე "ბომჟივით" რატომ გაცვიათო"

"ნუ გეშინია, არ მოგკლავთო, - მითხრეს და წყალი დამალევინეს"

"მეორე მხარესაც არიან ქართველები, აფხაზებიც და ოსებიც, მათგან ზოგი სამხედროა, ზოგიც მოხალისე..."
დაწვრილებით...
"ისედაც ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს დასავლეთის მოკავშირეობას გაესვას ხაზი და ნამეტანს ნუ ვიზამთ"

"აფხაზეთში უკვე გამოჩნდნენ "ისლამური სახელმწიფოს" ემისრები, რაც საგანგაშო სიგნალია..."

"შესაძლოა, ჩვენი მოქალაქეებიც გახდნენ ტერორისტების მსხვერპლნი, საქართველო კი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს"
დაწვრილებით...
"სულ წვალებით გაზარდეს შვილები. გამზრდელმა ბებიამ ვერ გადაიტანა ბესოს სიკვდილი და გადაყვა. როდესაც ეს ამბავი მოუტანეს ოჯახს, ბებია რამდენიმე დღე გაშტერებული იჯდა თურმე და თავისთვის რაღაცას ჩურჩულებდა. მერე კი, მესამე დღეს, გული გაუსკდა და მოკვდა..."
დაწვრილებით...
"ეს ფაქტები იმდენად მძაფრია და ბინძური, თუ ვიტყვი, საქართველოშიც აღარ დაედგომებათ ადრესატებს"

"რაში მაინტერესებს მაგათი ნაბიჭვარ-ხურუშიანი ხალხის გამოთქმები, მაგათ ურჩევნიათ საკუთარ დედებს და ცოლებს მიხედონ, ერთმანეთის ცოლებით რომ "გულაობენ"
დაწვრილებით...
რამდენიმე მიზეზი, რის გამოც შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა

"შოტლანდიისგან განსხვავავებით, რომელიც დამოუკიდებლობისთვის თითქმის მთელი მისი არსებობის განმავლობაში იბრძოდა, აფხაზეთს საქართველოში მსგავსი პრობლება არასდროს ჰქონია"
დაწვრილებით...
"დიდი ჯახი" - "თავისუფალი ზონა" VS "თავისუფალი თაობა"

"თავისუფალი ზონა" დაკომპლექტებულია ბაჩო ახალაიას ნაძირალა ლეკვი ზონდერებით"

"თავისუფალი თაობის" წევრები ჩვეულებრივი მალიარები არიან"
დაწვრილებით...
სულით გლეხებო და გლეხთა მჩაგვრელნო, უკანალის იქეთ აქეთ მოქანავენო, შეუგროვეთ, შეუგროვეთ სანდრას - იმ KGB და CIA-ის აგენტს - ვინც საქართველოს ვერ იტანს დღემდე!”
დაწვრილებით...
"მე მილიონ ქორწილში ვარ ხოლმე, თქვენ შემოგევლეთ... არც მახსოვს, სად იყო ეს ქორწილი, ვისი იყო, რას ვასრულებ..."

"დამიძახებენ ქორწილში და მივდივარ, სად ვარჩიო, ვინ ვინ არის?!"

"არ ვიცოდით და ან მერაბ სეფაშვილის რა ბრალია, ან ბუბა კიკაბიძის და ან ჩემი?!"
დაწვრილებით...
თქვენი არ ვიცი და, მე სულ უფრო მეტად მომწონს პრეზიდენტი მარგველაშვილი. უშეცდომო ვინაა? შეიძლება მასაც ეშლება რაღაც-რაღაცები, მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია? არ გამოდგა ის ისეთი თვინიერი, როგორიც თავიდან ეგონა ბატონ ბიძინას.
დაწვრილებით...
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
"205/60/რ16 4 ცალი საბურავი 90%-იანები სამი კვირის...
"დიდი ჩემოდანი, ტევადობა 120 ლიტრი. ზომა: 80...
900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დ/დიღომში მე-3 მ/რ...
2-ოთახიანი, მე-2 სართ., 54 კვ.მ. სარემონტო მზიანი...