ელენე გედევანიშვილი: "რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ელენე გედევანიშვილი: "რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს" (ექსკლუზივი)

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

"ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა პოზიცია უკავია მოციგურავე ელენე გედევანიშვილს, რომელიც ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მთავარ იმედად მიიჩნევა. ჩვენ გედევანიშვილს აშშ-ში დავუკავშირდით.

- რაც უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, მიმაჩნია, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში არ უნდა ჩავერიოთ. ჩვენი ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ვარჯიში განვაგრძოთ.

- კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ განაცხადა, რომ თქვენ მზად ხართ, უარი თქვათ ამ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

- უარს ვიტყვი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს საქართველოს მონაწილეობას სოჭის ილიმპიადაში. ამიტომ დაველოდები კომიტეტის გადაწყვეტილებას. მანამდე კი ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ვარჯიშს განვაგრძობ.

- ამ დღეებში ყველას გაახსენდა, რომ წლების განმავლობაში თქვენ რუსეთში ვარჯიშობდით, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთოების დაძაბვის შემდეგ იქ ვარჯიშის გაგრძელების საშუალება აღარ მოგცეს.

- რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს. ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, მას შემდეგ იქ აღარ ჩავსულვარ. ვცდილობ, ამ თემას არ შევეხო ხოლმე. მიუხედავად ჩემი წყენისა, მზად ვარ ყველაფერი დავივიწყო და ჩემი ქვეყნის წარმოსაჩენად სოჭში ჩავიდე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ოლიმპიური კომიტეტი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს არ იტყვის.

ინტერვიუ სრულად იხ. გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.