"ნაც. მოძრაობის იდეოლოგიის მთავარი პოსტულატი იყო, რომ ქართველი ხალხი არ ვარგა. 90-იანმა არეულმა წლებმა დაღი დაასვა ქართველებს. ქართველ ერს თავისუფლება არ უნდა მისცე, იმიტომ რომ მას ცუდად გამოიყენებს (შეეტენება რუსეთს, დაიწყებს მექრთამეობას, გაძლიერდება ქუჩური მენტალიტეტი და ა.შ.) ნაც. მოძრაობის კრახი ამ იდეოლოგიას არ სპობს. რჩებიან ადამიანები, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ ქართველს ბნელ არსებებად თვლიან. ამ ადამიანებს, შეიძლება, არ ევასებათ ნაც. მოძი, მაგრამ ევასებათ ეს იდეოლოგია. რომელი პოლიტიკური ძალა შეძლებს არჩევნებზე მათ მობილიზებას? უფრო ლაკონურად - ვის მისცემს ხმას არჩევნებზე გოგი გვახარია?!"ეს სტატუსი დღეს შალვა რამიშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. "კვირის პალიტრა" კომენტარისთვის სტატუსის ადრესატს, გოგი გვახარიას დაუკავშირდა:-ბატონო გოგი, შალვა რამიშვილის დღევანდელი სტატუსი ფეისბუქზე აქტიური განხილვის თემა გახდა. შეიძლება ითქვას, რამიშვილი თქვენ "ნაციონალური მოძაობის" იდეოლოგიის ირიბ გამტარებლად მიგიჩნევთ. მისი აზრით, თქვენ ქართველ ხალხს "ბნელ არსებებად" მიიჩნევთ..- როცა ადამიანს ამას აბრალებ, კონკრეტული მაგალითები უნდა მოიყვანო. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. იმაზე მძიმე ბრალდება წამომიყენა, ვიდრე თავის დროზე მას წაუყენეს.-ხომ არ მიიჩნევთ ამას შალვა რამიშვილის მხრიდან თქვენს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებად?-შალვა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მასთან ბევრი რამ მაკავშირებს, მაგრამ პოპულარობის მოპოვების მისი "სიხარბე" ჩემთვის იმდენად მომაბეზრებელი გახდა, რომ თავის დროზე შალვა "ფეისბუქიდანაც" წავშალე. ვფიქრობ, ეს ეწყინა. არ მგონია, მიზანმიმართული ქმედება იყოს. ცუდად ეძინა, ალბათ და დილით ეს სტატუსი დადო. სამწუხაროა, რომ "მრევლის" მოპოვების მიზნით, შალვა ასეთ იაფასიან სტატუსებზე გადავიდა. ეტყობა, პრობლემები აქვს "მრევლში".-თქვენ შალვა რამიშვილთან კავშირიც ახსენეთ... მაინც რა გაკავშირებთ მასთან?- ხო, "ბევრი რამ მაკავშირებს" არა ფასეულობების მხრივ, არამედ წარსულში, "რუსთავი-2"-ში ვმუშაობდით. "დარდუბალა" ძალიან მიყვარდა. თუ გახსოვთ ერთ-ერთ სერიაში არის სცენა, როგორ დგანან წითელ შუქნიშანთან ქართველები. ერთ დროს, შალვაც ოცნებობდა კანონმორჩილ ქართველ მოქალაქეებზე.ბესო კუნელაური (სპეციალურად საიტისთვის)