"ჩემი შვილები ჩემით იამაყებენ" - სოსო პავლიაშვილმა ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილები ჩემით იამაყებენ" - სოსო პავლიაშვილმა ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო

მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ოლიმპიური ცეცლი დღეს ქალაქ სუზდალში აანთეს.

"სპორტი და ხელოვნება ეს ორი ბედნიერებაა, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა და ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ხელოვნება და სპორტი ადამიანებს აახლოებს"- ასეთი პასუხი გასცა მომღერალმა ჟურნალისტის შეკითხვას - ემხრობა თუ არა პავლიაშვილი სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობას. შემდეგ კი დასძინა, რომ ესტაფეტის გადაცემის შემდეგ მონასტერში წავა და ყველა მონაწილისათვის ილოცებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის უძღვნის მომღერალი საკუთარ გარბენს, პავლიაშვილმა უპასუხა: ჩემს შვილებს. ისინი დამინახავენ და გაუხარდებათ, რომ მამიკო ჩირაღდანით დარბის. მერე კი ამით იამაყებენ.”