საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება - კვირის პალიტრა

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება

საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იქნება. ფარცხალაძე ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია.

"ინტერპრესნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია სამთავრობო უწყებებში გადაამოწმა.

რამდენიმე სამთავრობო უწყებაში "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს, რომ ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორად ნამდვილად ინიშნება.

ფარცხალაძე 1976 წელს არის დაბადებული.

ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"