ნელსონ მანდელა გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ნელსონ მანდელა გარდაიცვალა

როგორც "ბიბისი" იტყობინება, გუშინ ღამით გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკის ცხოვრებაშივე ლეგენდად ქცეული, პირველი შავკანიანი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა. მანდელა, რომელმაც 27 წელი გაატარა ციხეში, სათავეში ჩაუდგა აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლას და იგი გამარჯვებით დაასრულა, რისთვისაც ნობელის პრემიაც მიენიჭა. 95 წლის მანდელას ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა 2004 წლის შემდეგ, ფილტვის ინფექციის შედეგად, რაც საბოლოოდ გახდა კიდეც მისი სიკვდილის მიზეზი.

"ჩვენმა ერმა დაკარგა თავისი საუკეთესო შვილი. ვემშვიდობებით დიდ ლიდერს, ნელსონ მანდელას" - განაცხადა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ზუმამ, რომელმაც მოსახლეობას ლეგენდარული პრეზიდენტის გარდაცვალება ოფიციალურად აუწყა.