გუბაზ სანიკიძე - "უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება!" - კვირის პალიტრა

გუბაზ სანიკიძე - "უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება!"

ჩვენი უსაფრთხოების წითელი ხაზი დღეს გადის უკრაინაში, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება.

"დღეს, უკრაინაში გადის ჩვენი უსაფრთხოების წითელი ხაზი. დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, უკრაინის შემდეგ დადგება ჩვენი ჯერი. ბატონო პრეზიდენტო, მე მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ იმის უნარი და ხელგეწიფებათ, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტოთ საქართველოში", - აღნიშნა სანიკიძემ.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა თავი თვითონ უნდა დაიცვას. "ჩვენ ჩვენი თავი ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ. თუ ჩვენ, ქართველები ვერ ვივარგებთ, მსოფლიოს იმედი დაგვრჩება ოხრად. მე არ მომწონს ის რიტორიკა და დამამშვიდებელი ტონალობა ჩვენს ქვეყანაში – ნუ გეშინიათ ხალხო, დაგვიცავს დასავლეთი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ლაპარაკობს ამას. ჩვენ თუ არ მოვინდომებთ, არავინ არ დაგვიცავს, არავინ შეიწუხებს ჩვენთვის თავს", - აღნიშნა სანიკიძემ.