ჟირინოვსკი: იანუკოვიჩი უნებისყოფო, მთხლე და ჩვარია! - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკი: იანუკოვიჩი უნებისყოფო, მთხლე და ჩვარია!

"იანუკოვიჩი უნებისყოფო, მთხლე და ჩვარია! იგი ყველას უნდა სძულდეს, რადგან მოინდომა, ორ სკამზე წამოსკუპებულიყო. ახალგაზრდები დაიღუპნენ, ის კი ბაზრის ვაჭრუკანასავით ვაჭრობს - ეს ყველაზე სამარცხვინო საქციელია. ეს დეპრესიაა მთელი ქვეყნისთვის, ჩვენთვის, მთელი კაცობრიობისთვის. ყველანი შევყურებთ სურათებს, რომლებზეც ალმოდებული კიევი იწვის. და ეს ყველაფერი ერთი ბრიყვის ბრალია, რომელმაც ფული ვერ იშოვა. ფული საჭიროა ეკონომიკისთვის, მაგრამ მან არ უნდა დაგაბრმავოს და გამოგალენჩოს, როგორც ეს იანუკოვიჩს მოუვიდა" - განაცხადა რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატების" პარტიის ლიდერმა ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.