“ევროპავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი?”- გალინა კრუკი, უკრაინელი პოეტი - კვირის პალიტრა

“ევროპავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი?”- გალინა კრუკი, უკრაინელი პოეტი

ჩვენ ყველანი, ევროპავ, ისე ღრმად შეშფოთებულები ვართ

რომ ზოგიერთი ჩვენგანი მოკლულია კიდეც.

გაფილტრე იუთუბი

რომ აქაურმა სისასტიკემ შენს მოქალაქეებს გული არ ატკინოს.

ბევრი ჩვენგანი აწი ვერასდროს გიხილავს საკუთარი თვალით.

შენს მხედველობასაც რაღაც ჭირს

ჯიუტად ვერ ხედავ მათ დათხრილ თვალებს

და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებულ ჭრილობებს.

ბევრი ჩვენგანი ვერ შეძლებს, – და არ გაბრაზდე ევროპავ -

ხელი გაგიწოდოს

(მხოლოდ პროთეზებს თუ გაგიწვდიან)

შეეხოს შენს კულტურას წინა საუკუნეების.

უდარაჯე შენს საზღვრებს, ევროპავ

რომ მოულოდნელად არ გადაგედოს

ყოველი შემთხვევისთვის მოგვაყურადე

ისევ თუ ვყვირით

სამხედრო ჩექმებს და ხელკეტებს როცა გვირტყამენ.

ჩვენი შვილები ბოროტები გაიზრდებიან, ევროპავ

არ ირწმუნებენ შენს ისტერიკულ და ცრემლიან ახალ ამბებს

უთავშესაფრო ცხოველებზე.

შენ მიუტევე მათ ევროპავ, ნუ გაიოცებ

ჩვენ აქ ყველანი ცხოველები ვართ

გვხოცავენ მგლებისთვის განკუთვნილი ვაზნებით

როგორც ცოფიანებს.

ევროპავ, შენ ამ დროს რას აკეთებდი

ამოწმებდი დაღუპულებს და დაკარგულებს?

ხელს იბანდი? დასტურს ელოდი?

იმალებოდი როგორც ნივთი თავისთავად?

მსოფლიოს მშვიდობა, კედელს – კედელი, მხოლოდ ფულს სუნი არ უდის.

და მსხვერპლნი არ დგანან დასაცავად

თუ ისინი მტრედები არ არიან?…

თარგმანი: მაშო ხასაია, გიორგი ხასაია

წყარო