მაპზე უკეთესი 2 ნატოსგან - რას გვპირდება ავსტრიის პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

მაპზე უკეთესი 2 ნატოსგან - რას გვპირდება ავსტრიის პრეზიდენტი

"უკრაინას და საქართველოს ექნებათ შესაძლებლობა, ნატოს დახმარებით და მხარდაჭერით, მაგრამ ალიანსის წევრის სტატუსის მინიჭების გარეშე, გაზარდონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები," - აცხადებს ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი.

ფიშერი ამტკიცებს, მის პოზიციას აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამაც იზიარებს. მისი თქმით, უკრაინელებისთვის უსაფრთხოების გარანტი ნატო კი არა, ევროპის საბჭო უნდა გახდეს.

საგულისხმოა, რომ ავსტრიაში სამხედრო ბიუჯეტი წლიდან წლამდე მცირდება და უახლოეს ხანებში ქვეყანა შესაძლოა, საერთოდ შეიარაღებული ჯარების გარეშე დარჩეს - რადგან როგორც ავსტრიის საგარეო მინისტრი აცხადებს, მათ უბრალოდ არ შეუძლიათ, თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცენ.