ჟირინოვსკი: "იცით, როგორ ვუყვარვართ ქართველებს? გვაღმერთებენ!" - კვირის პალიტრა

ჟირინოვსკი: "იცით, როგორ ვუყვარვართ ქართველებს? გვაღმერთებენ!"

"რუსეთიდან გამოყოფა არავის სურს, ჩვენთან დაბრუნება კი ყველას უნდა, ვინც ადრე ყოფილა" - აცხადებს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმირ ჟირინოვსკი.

"ყირგიზეთსაც უნდა, ტაშკენტსაც და აშხაბადსაც - ყველას. ყაზახეთსაც. ყველას, ყველას ყველას. ტაჯიკეთს, მოლდავეთს. ყველას! აზერბაიჯანი ოცნებობს რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე! სომხები, ქართველები! იცით, ქართველებს როგორ ვუყვარვართ? გვაღმერთებენ!" - განაცხადა რადიო «Эхо Москвы»-სთან საუბარში ჟირინოვსკიმ. მისი თქმით, რუსეთში ყოფნაზე მეოცნებეთა რიგებს მონღოლეთი, სერბეთი და ბულგარეთიც უნდა დავამატოთ. "ისინი ოცნებობენ ჩვენთან ყოფნაზე, გერმანელები, ნატო და ევროკავშირი მათ ახრჩობენ, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ... ჩვენ ვაღიარებთ ნებისმიერ ტერიტორიას სადაც ხალხი ხმას მისცემს ახალი სახელმწიფოს შექმნას ან მომხრე იქნება რუსეთთან შეერთებისა. მოუნდება ყარაბაღს რუსეთში? ვაღიარებთ! დნესტრისპირეთს? ვაღიარებთ! - განაცხადა ოდიოზურმა დეპუტატმა