"ზაქარეიშვილი კიდევ ელოდოს ფურთხს და ქაქში გორაობას. ეს იქნება მისი მკურნალობის ნაწილი" - კვირის პალიტრა

"ზაქარეიშვილი კიდევ ელოდოს ფურთხს და ქაქში გორაობას. ეს იქნება მისი მკურნალობის ნაწილი"

"ეს არ ყოფილა ინციდენტი, უბრალოდ მე მას შევაფურთხე, იმიტომ რომ იმსახურებდა."

"მომავალ კვირაში ელოდეთ მოქმედებებს და ახალ-ახალ ბომბებს."

"ნაციონალურ მოძრაობაზე" და ნარკოტიკებით მოვაჭრე თემურ ალასანიაზე მომავალ კვირაში ვაპირებ სარჩელი შევიტანო."

საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროცესის გადადების შემდეგ ინციდენტი მოხდა. დათა ახალაიას ადვოკატს ირაკლი ზაქარეიშვილს გირგვლიანის ახლობლები დაუპირისპირდნენ. ირაკლი კაკაბაძემ ადვოკატს შეაფურხა და აგინა. ინციდენტში სასამართლოს მანდატურის სამსახური ჩაერია და ვითარება მალევე განიმუხტა. ჩვენ დავუკავშირდით ირაკლი კაკაბაძეს და კომენტარი ვთხოვეთ:

- ეს არ ყოფილა ინციდენტი, უბრალოდ მე მას შევაფურთხე, იმიტომ რომ იმსახურებდა. მან საკუთარი განცხადებებით შეაფურთხა საზოგადოებას და მე საზოგადოების სახელით დავუბრუნე ეს ფურთხი. ეს იყო და ეს. ის კიდევ ელოდოს ფურთხს და ქაქში გორაობას. ეს იქნება მისი მკურნალობის ნაწილი. ის არის ყოვლად უზნეო და გარეწარი ადამიანი, რომელმაც შეაფურთხა საზოგადოებას და ამიტომ მან სულ უნდა იგორაოს ფურთხში.

- ანუ სხვა სასამართლოზეც შეიძლება ანალოგიური განმეორდეს?

- სასმართლო ცოტა პირობითი ცნებაა. ზოგჯერ ადამიანები სასამართლოზე მაღლა უნდა დავდგეთ, აგრეთვე ჟურნალისტებიც უნდა დადგეთ პრინციპების მაღლა. ამას წერს ყველა მოაზროვნე ადამიანი. ეს არის სტრუქტურული ძალადობა, რომელიც არ მორჩება, სანამ ამ ადამიანებს, ნაცების ხროვას საზოგადოება სათანადო პასუხს არ გასცემს.

- "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები თქვენზე წერენ, რომ თქვენ ხართ გიჟი...

- "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ნარკოტიკებით მოვაჭრე თემურ ალასანიაზე მომავალ კვირაში ვაპირებ შევიტანო სარჩელი. ეს სარჩელი შეეხება მათი მხრიდან შშმ პირების უპატივისცემლობას და საერთოდ ამ ავადმყოფობაზე აპელირებას. ეს არის ამ ადამიანების უფლებების დარღვევა და მე მათ მოვთხოვ ფინანსურ კომპენსაციას. ეს იქნება რამდენიმე მილიონი, რომელიც გადაირიცხება შშმ პირების დახმარების ფონდში. მე მათ წინააღმდეგ ამ საქმეს აუცილებლად ავღძრავ. ისინი გადაიხდიან რამდენიმე მილიონს, რომელიც მათ მოპარეს საქართველოს მოსახლეობას. მომავალ კვირაში ელოდეთ მოქმედებებს და ახალ-ახალ ბომბებს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მომავალ კვირაში მე მექნება პრესკონფერენცია, სადაც კონკრეტულ ფაქტებს გავასაჯაროებ, რომელიც თემურ ალასანიას და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შეეხება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)