"სოფო შევარდნაძე ისეთი ქართველია, როგორც სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე და ედუარდი" - კვირის პალიტრა

"სოფო შევარდნაძე ისეთი ქართველია, როგორც სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე და ედუარდი"

"იმ ქართველ ჟურნალისტებს უნდა ურტყა პანჩურები, ვინც სოფო შევარდნაძეს გადაცემებში იწვევენ და ინტერვიუებს წერენ ამ ლუბიანკის ბოზთან"... სოფო და ლავროვი, რამხელა სითბო და სითბო და სიყვარულია, ------------ ჯიში.. ასეთი უხამსი კომენტარები მოჰყვა სოციალურ ქსელში სოფო შევარდნაძის და ლავროვის ფოტოს...

ამ ფოტოსთან დაკავშირებით ჩვენთან გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა პოლიტოლოგმა მიხეილ ჯაფარიძემ ისაუბრა:

- მე ნეიტრალურად ვარ ამ ფოტოსადმი განწყობილი. რატომ უნდა ვიყო ნეგატიურად? – რადგან ერთ-ერთი მათგანის გვარი ქართულია? ადამიანი თავისუფალია და ვისთანაც უნდა ,იმასთან გადაიღებს ფოტოს. ეგ ქალბატონი არ წარმოადგენს ჩემთვის არანაირ "ფასეულობას" და ლავროვი კიდევ ვინც არის, ეგ მგონი ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის გასაგები უნდა იყოს.

- ანუ..

- ეგ ქალი "რასსია თუდეიში" მუშაობს და მგონი ამით ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, თუ რას წარმოადგენს ეგ ადამიანი! მხოლოდ გვარით ქართველს, ისევე როგორც სტალინი, ბერია, ორჯონიკიძე და ედუარდი იყვნენ გვარით ქართველები..

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)