სიკორსკი: "რუსეთი უკრაინის განაწილებას გვთავაზობდა. უარი ვუთხარით" - კვირის პალიტრა

სიკორსკი: "რუსეთი უკრაინის განაწილებას გვთავაზობდა. უარი ვუთხარით"

"ვაშინგტონ პოსტთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადისლავ სიკორსკიმ განაცხადა რომ რუსეთის დუმის ვიცე სპიკერი ჟირინოვსკი პოლონეთს უკრაინის გაყოფას და 5 მომიჯნავე პროვინციას სთავაზობდა . სიკორსკის თქმით, მათ ამ "გულუხვ" წინადადებაზე უარი განაცხადეს.

"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე პუტინმა ხმამაღლა განაცხადა, რომ უკრაინა სხვა ქვეყნების ტერიტორიებით შეკოწიწებული ხელოვნური ქვეყანაა. ერთი თვის წინ კი დუმის სპიკერ ჟირინოვსკისგან წერილი მივიღეთ, უკრაინის 5 პროვინციას გვთავაზობდა. უარი ვუთხარით. სხვათა შორის, ანალოგიური შინაარსის წერილები ჟირინოვსკისგან რუმინეთმა და უნგრეთმაც მიიღეს"- განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ინტერვიუში სიკორსკიმ ამერიკის სამხედრო დანაყოფების პოლონეთში ხილვის სურვილიც გამოთქვა: "ნატოს აქვს ამერიკული ბაზა და ბრიგადა გერმანიაში, ესპანეთში, ბრიტანეთსა და თურქეთში მაგრამ ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი პოლონეთში. ვფიქრობ, ნატოს წევრობის 15 წლის შემდეგ და უკრაინაში სიტუაციის გათვალისწინებით ვიმსახურებთ უსაფრთხოების უფრო დიდ გარანტიებს" - თქვა სიკორსკიმ. რაც შეეხება რუსეთს, პოლონეთის საგარეო საქმეთა შეფის თქმით, რუსეთი ყირიმს მოინელებს, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინამ კი შეიძლება კუჭი აუშალოს.