ცოტნე გამსახურდია: "დიახ, გერმანელ "ექსპერტს" ვაგინე და მაგრად მკიდია, ვინ რას იტყვის" - კვირის პალიტრა

ცოტნე გამსახურდია: "დიახ, გერმანელ "ექსპერტს" ვაგინე და მაგრად მკიდია, ვინ რას იტყვის"

"აღმაშფოთებელი იყო, როდესაც ვიღაც გამძღარი, ნაქეიფარი, გაიძვერა უარს აცხადებდა ჩვენი ისტორიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე"

გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ცოტნე გამსახურდიამ საყდრისის საკითხზე მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა... "სისულელეა იმის თქმა, რომ თითქოს რახან სტუმარია, ამიტომ უნდა მოვერიდოთ. სტუმარი კი არა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურების "გამპრავებელია" - ამბობს ცოტნე გამსახურდია.

ცოტნე გამსახურდია:

"ჩემს გაბრაზებაზე არ არის საქმე... მე ვარ მორალური პრინციპების ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საზოგადოებრივ ჩართულობას, დემოკრატიულობას, გამჭვირვალობას... ამ სიტყვებს ვაცხადებ არა როგორც პოლიტიკოსი, (პოლიტიკოსობა რომ მდომოდა, ამას მოვახერხებდი 40 წლის განმავლობაში) არამედ როგორც საზოგადოების წარმომადგენელი. მივესალმები ნებიმიერი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, სქესის თუ ორიენტაციის ადამიანს, ვინც საყდრისის გადარჩენაში წვლილს შეიტანს. ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო, როდესაც ვიღაც გამძღარი, ნაქეიფარი, გაიძვერა უარს აცხადებდა ჩვენი ისტორიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე. მეც და საზოგადოებასაც საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს მათთან დაკავშირებით. მათზე ზეწოლა ხორციელდება. გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ უფრო განმიმტკიცდა პოზიცია, ეჭვი მეპარება, რომ იგი ობიექტურ დასკვნას დადებს. კარგად დაინახეთ, ისე მოგვექცა, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს. ერთი კომენტარიც კი არ გვაღირსა ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებზე. დიახაც, ჩვენ გვქონდა უფლება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხის გარშემო მისი კომენტარი მოგვეთხოვა, მითუმეტეს, თუ ის დამოუკიდებელი ექსპერტია. მან დამნაშავესავით გვიპასუხა სახეზე ხელებისაფარებით. მე ვხვდები, რითაც არის ეს გამოწვეული. არ სურს ევროპულ სამეცნიერო წრეებში გავრცელდეს მისი სახე, იმ ყველაფრის შემდეგ, რა დასკვნის დადებასაც იგი საყდრისის შესახებ აპირებს.

- თქვენს მას უთხარით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ვაჟი ხართ... სხვა შემთხევევაში თავად ერიდებით ამის ხაზგასმას...

- დიახ, კარგად მოგეხსენებათ რომ მე არ მიყვარს საკუთარ სახელსა თუ გვარზე და ასეთ ფაქტორებზე საუბარი. მავანნი თუ იმას გამოეკიდება, მე რომ მას წარვუდგინე თავი, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ მამაჩემს უფრო მეტად იცნობენ ევროპაში, ვიდრე ჩემს მოკრძალებულ პერსონას... ჩემი უმთავრესი კითხვაა - სად არის დაპირებული პრესკონფერენცია? Eეს შეკითხვა მსურს წითელ ხაზად გასდევდეს ჩვენს ჩანაწერს! გუშინ გვითხრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა - ნიკოლოზ ანთიძემ, რომ თითქოს დღეს ღია ბრიეფინგს ჩაატარებდნენ. ჯერჯერობით ბრიფინგი არ ჩატარებულა და ამ გერმანელი ექსპერტის საქციელიდან გამომდინარე, არანაირ ბრიფინგზე საუბარი არ არის.

- ანუ შეგნებულად იმალება?

- რა თქმა უნდა! მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად მესმის და ვისაც სურს ტყუილი დაიჯეროს, მისი ნებაა. შეგნებულად არ ვისაუბრებ იმ ინტრიგებზე, რაც იქ ხდებოდა, იმიტომ რომ საყდრისი გადარჩეს... არ მაინტერესებს, ჩემზე ვინ რას იტყვის. უცენზურო სიტყვები, რაც გერმანელი ექსპერტის მიმართ გამოვიყენე, ეს სამოქალაქო პროტესტია და არსებულ ვითარებაში, ევროპაში ნამდვილად არავის გაუკვირდება. ასე მიმართავენ მასზე გაცილებით უფრო კვალიფიციურ და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, თუ მეცნიერებს, მაშინ, როდესაც ისინი მორალურ და ადამიანურ პრინციპებს ეწინააღმდეგებიან. არანაირად არ ვნანობ, მაგრამ თუ კი მე ვცდები, მზად ვარ საჯაროდ ბოდიში მოვუხადო, თუ ის ობიექტურ დასკვნას დადებს და დღეს მართლაც გამართავს ბრიფინგს. სისულელეა, თითქოს სტუმარია და ამიტომ უნდა მოვერიდოთ. სტუმარი კი არა, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განადგურების "გამპრავებელია". ვიცით რომ ფარულად და სტუმრად მოსული მტერი, ღიად მოსულ მტერზე უფრო საშიშია. მაგრად მკიდია, ვინ რას იტყვის ჩემზე. მთავარია მიზანს მიაღწიოს საზოგადოებამ და საყდრისი გადარჩეს.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)