ბაია დავითაია: "ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მაინტერესებს, ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო" - კვირის პალიტრა

ბაია დავითაია: "ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მაინტერესებს, ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო"

"მიხეილ სააკაშვილს გართობას ვერავინ აუკრძალავს!"

"ვგიჟდები სანდრაზე! ვის შეიძლება არ მოსწონდეს?!"

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ახალი ფოტოები გავრცელდა. ფოტოები ამერიკაში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ კლუბშია გადაღებული, სადაც ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა ელენე დუმბაძემ დაბადების დღე გადაიხადა. ფოტოზე ყოფილი პრეზიდენტის გვერდით შესაშური გარეგნობის მანდილოსანი – ბაია დავითაიაა. ფოტომ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია და ამიტომ ბაია დავითაიას ნიუ იორკში დავუკავშირდით...

- ელენეს დაბადების დღეზე ვიყავი სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. სააკაშვილი მათი ნათესავია და არაერთხელ მინახავს მათ ოჯახში. გადავიღეთ ფოტოები, მეც, ელენემაც და ყველამ.. ადრეც შევხვედრივარ მიხეილ სააკაშვილს ამ ოჯახში და არაერთი ფოტო მაქვს მასთან ერთად გადაღებული.

- განსაკუთრებული გარეგნობა გაქვთ.. ყოფილი პრეზიდენტის მექალთანეობაზე ბევრს საუბრობდნენ და არ გიფიქრიათ, რომ ფოტოებს ჭორები მოჰყვებოდა?

- ჭორებზე საერთოდ არ მიფიქრია, არ მაწუხებს...

- ფოტო საკუთარი ფეისბუქის გვერდზეც განათავსეთ, სადაც ირონიული კომენტარები მოჰყვა.. თქვენ რა წარმოდგენა გაქვთ მიხეილ სააკაშვილზე?

- მე იქვე გავეცი კომენტარებს პასუხი, რომ ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. მისი ფიზიკური მონაცემები ნაკლებად მაინტერესებს. რეფორმატორი პრეზიდენტი კი ყოველთვის მისასალმებელია.

- ფოტოს ბევრი აგრესიაც მოჰყვა.. მანჰეტენზე გოგოსთან ერთად ერთობაო, რას გავს, როგორ გასუქებულაო, რა დალია ასეთიო და ასე შემდეგ..

- საერთოდ არ ვკითხულობ კომენტარებს... მიხეილ სააკაშვილს გართობას ვერავინ აუკრძალავს, მითუმეტეს თავის ოჯახის წევრებთან... მე რაც მეხება, დიდიხანია ვიცნობ და სიამოვნებით ვატარებ მასთან დროს, მით უმეტეს რომ განათლებული ადამიანია. მის ოჯახთანაც ვმეგობრობ. ვგიჟდები სანდრაზე! ვის შეიძლება არ მოსწონდეს?! ლამაზი, საქმიანი, პასუხისმგებლობიანი, თავმდაბალი და საქართველოს ერთგული ქალბატონია.

- იქნებ უფრო ახლოს გაგვაცნოთ თქვენი თავი?

- თბილისიდან ვარ. Holliday inn da rooms hotel ქსელის ერთ-ერთი მეპატრონე. ჩემი მეუღლე გახლდათ თემურ უგულავა, რომელსაც ორი წელია გავშორდი. ნიუ იორკში ჩემს შვილს, აუტიზმით დაავადებულ ლუკას ვუვლი. აქ ლუკას სამკურნალოდ წამოვედი, 6 წელია აქ ვცხოვრობ და ამიტომ სასაცილოა, ის ყველაფერი რასაც წერენ. ნამდვილად არ არის ამ სურათში არაფერი ისეთი, რა ამბებიც აგორდა. ელენუშასთანაც გადაიღო ფოტო და ჩემს უფროს ვაჟთან –ირაკლისთან, რომელიც 22 წლისაა და გვერდით მიზის.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისათვის)