”ჰაკიმი ჩაივლის მალე!” - გივი თარგამაძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

”ჰაკიმი ჩაივლის მალე!” - გივი თარგამაძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს

”უკვე მერამდენედ, მეგონა, რომ ამოვწურე თემა, მაგრამ ვინ გაცდის. ჩემი მეზობელი ჰაკიმი ფეხბურთის საყურებლად კუს ტბაზე, "ვიტამინში" მიდის. კუს ტბაზე კიდევ დაახლოებით ხუთი კაფე-რესტორანია, ხალხმა ფული ჩადო, ვალები აიღო და ამ დღეს ელოდებოდა ბიზნესის ასამუშავებლად, მაგრამ რად გინდა. ამ უტიფარი ბიჭუნას ხუშტურით კუს ტბის ასასვლელი უკვე ერთი საათია, გადაკეტილია. ხალხს არ უშვებენ, მხოლოდ სპეციალური მოსაწვევებით. შვილო, მიმოიხედე, უკვე კოსმოსში ხარ! ბიზნესმენებო და გულშემატკივრებო, აღშფოთება არ დამალოთ. ჰაკიმი ჩაივლის მალე.” - წერს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.