გაეროს სპიკერი რუპერტ კოლვილი: ისლამისტებმა ერაყში 16 ქართველი გაიტაცეს - კვირის პალიტრა

გაეროს სპიკერი რუპერტ კოლვილი: ისლამისტებმა ერაყში 16 ქართველი გაიტაცეს

გაეროს სპიკერმა ადამიანის უფლებების კუთხით, რუპერტ კოლვილმა განაცხადა, რომ სუნიტმა ექსტრემისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში  მყოფი 16 ქართველი გაიტაცეს.

"ჩვენს ოფისს აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ექსტრემისტებმა სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 18 ადგილობრივი პოლიციელი. ოთხმა ქალბატონმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც ისინი გააუპატიურეს. გატაცებულია საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ადგილობრივ ტელეკომპანიაში მუშაობდნენ" - განუცხადა კოლვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს კონსული ერაყში, ბერდია არაბული მომხდარს არ ადასტურებს.