სერგი კაკალაშვილი: "მე და ვანო რომ ერთად ვისხდეთ ციხეში, ძალიან წაადგებოდა ქვეყნის მომავალს!" - კვირის პალიტრა

სერგი კაკალაშვილი: "მე და ვანო რომ ერთად ვისხდეთ ციხეში, ძალიან წაადგებოდა ქვეყნის მომავალს!"

"დღეს ვანო მერაბიშვილმა პოლონეთის სეიმის დეპუტატის წინადადებაზე - მიეღო პოლიტიკური თავშასაფარი - უარი განაცხადა! ხალხისა და იდეის ღალატი იქნებაო..…ბრავო ვანო"!!! - ეს სიტყვები პოეტმა სერგი კაკალაშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.. სერგი კაკალაშვილს ჩვენც ვესაუბრეთ...

- საბედნიეროდ, ისტორიას მხოლოდ გამარჯვებულები არ წერენ - ისტორია ოპონენტთა, დაპირისპირებულ მხარეთა ჭიდილია... ვანო მერაბიშვილის, დიდი რეფორმატორული გუნდის ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის (უფრო სწორად ლიდერის) როლის უგულველყოფა თანამედროვე ისტორიაში, მხოლოდ ამ რეფორმების მოწინააღმდეგეთა და რუსეთის ნეოიმპერიულ ინტერესებშია...

- ვანო მერაბიშვილს პირადად იცნობთ?

- ვანოს პირადად ვიცნობ, რა თქმა უნდა!. . . ჩვენ ინტენსიური ურთიერთობები არასოდეს გვქონია, თუმცა ვიცი, რომ მას, ჩემდა სამწუხაროდ ჩემი პოეზია ნაკლებად აინტერესებდა.… ვანო საღად მოაზროვნე პრაგამტული პიროვნებაა და მას, შესაბამისად ის მიწიერი საკითხები და იდეები აინტერესებდა, რომლებიც ქვეყნის სწრაფი აღმშენებლობის ხელშემწყობი იქნებოდ.. ძალიან დასაფასებილია მასში ის თვისება, რომელსაც ადამიანები უბრალოდ "მოსმენის უნარს ვეძახით" - ეს იშვიათია ხელისუფლების მწვერვალზე მყოფთათვის.. სამწუხაროა, რომ ვერ ვარ მის გვერდით ამ მძიმე დღეებში დამერწმუნეთ, საკანშიც ბევრ საინტერესო იდეებს გავუზიარებდით ერთმანეთს, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მომავალში ძალზედ წაადგებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ შეიძლება მოსწრება (იუმორია!)

- სადაც ვანო მერაბიშვილს ვახსენებთ, მიხეილ სააკაშვილზეც უნდა ვთქვათ...

- სააკაშვილი ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდის გამოკვეთილი ლიდერი იყო და რჩება... ის საკმაოდ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით "ჩამოწერილად" ჩათვალონ პუტინებმა თუ ივანიშვილებმა, მათი დიდი მცდელობისა და მანიაკალური სურვილის მიუხედავად. თუ გავითვალისწინებთ სააკაშვილის ქარიზმასა და ენერგიას, ის უნდა დაბრუნდეს საქართველოს პოლიტიკაში. საერთაშორისო პოლიტიკიდან კი სააკაშვილი არც წასულა არც ერთი წუთით.

- ახლახან ქვეყანში არჩევნები ჩატარდა, ამზეც გექნებათ თქვენეული შეფასება...

- არჩევნების მთავარი რეზულტატია:

ა) ნაციონალური მოძრაობა ცოცხალია და ინარჩუნებს ელექტორატის დაახლოებით 30%-ის მხარდაჭერას.

ბ) ხელისუფლებას "რადარი" გაფუჭებული აქვს! თუ უფრო ღრმა ანალიზი გჭირდებათ, ინებეთ: - 14 % არის აშკარად გამოხატული პრორუსული ძალის მხარდამჭერი! - 29 % ნაციონალების მხარდამჭერი! - 47 % ნაციონალების წინააღმდეგი!- 10 % სხვადასხვა... სადაა აქ ე.წ. "ქართული ოცნება"? სად არიან ქვეყნის მმართველი კოალიციის იდეური მხარდამჭერები?! და საერთოდ რა არის "ქართული ოცნების" იდეა?! ნაციონალების მიერ შექმნილის, აშენებულის მითვისება და რისი მითვისებაც არ გამოვა დანგრევა? ადრე თუ გვიან ხომ მიხვდება ხალხი? და ამას "ოცნების" გუნდის გულღრძო რევანშიზმი და უუნარობა აჩქარებს არ შეიძლება ქვეყნის სიძულვილით მართვა! ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებითია, მაგრამ სიძულვილი ძალიან დროებითია.. როცა ხალხი სამშობლოს ბედის მართვის სადავევებს განდობს ხალხი (თუნდაც გაჭირვებისაგან შენს მიერ ადვილად შეცდენილი ხალხი), შენ, ხელისუფალმა, უნდა მოიძიო შენში ძალა, ნებისყოფა და ქვეყანა მართო სიყვარულითა და ცოდნით!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)