თენგიზ არჩვაძე: "გიგი უგულავამ და ყველა არამზადამ პასუხი უნდა აგონ!" - კვირის პალიტრა

თენგიზ არჩვაძე: "გიგი უგულავამ და ყველა არამზადამ პასუხი უნდა აგონ!"

"პატიოსნად უნდა იცხოვროს ადამიანმა - პოლიტიკოსია, ხელოვანი თუ მეეზოვე! დედის რძესავით უნდა იცოდეს კაცმა, რომ წესიერი უნდა იყოს! დედამ და ქვეყანამ ბავშვი წესიერ კაცად უნდა გაზარდონ. ამდენმა არამზადებმა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეს და ახლა პასუხი უნდა აგონ! - ასე ეხმაურება ცნობილი მასხიობი თენგიზ არჩვაძე გიგი უგულავას დაკავებას..

- ვაი საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც კიდევ გიგი იგულავას ემხრობა... კარგით რა, ეს რა უბედურებაა, გიგი უგულავა ვიღა ეშმაკებია, რატომ გახადეთ ეგ კაცი პერსონა საერთოდ! ვინ არის, რა არის, ინდივიდია საერთოდ, რწყილია, ჭიანჭველა თუ რა?

- არის ხალხი, ვინც თვლის, რომ მან თბილისში ბევრი რამ ააშენა...

- რას ამბობთ კაცო!? ეგ თბილისელებს გვკითხეთ, ვინ ააშენა თბილისი და დაამშვენა. რიყეზე გაზრდილი ვარ და მიბრძანდით, ნახეთ რას ჰგავს იქაურობა! პირველად რომ გავიარე, რაც გიგი უგულავამ "დაამშვენა" იმის შემდეგ, კინაღამ ფანჯრიდან გადავხტი... რა გახადეთ ეს გიგი უგულავა წამებულად, ვეღარ გაიგეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან არამზადები და ერთ-ერთი იმათაგანია ეგეც?!... ამხელა კაცი ვარ, თბილისში დავბერდი, ომიანობა გავიარე და მათხოვარი არ მინახავს თბილისში. ახლა გაიხედ-გამოიხედეთ, სულ მათხოვრებია ირგვლივ... ნიკოლა სარკოზი ხომ დააკავეს?! აგრე უნდა დააკავონ მიხეილ სააკაშვილი და ყველა არამზადა! ყველამ უნდა მიიღოს ის, რაც ეკუთვნის! პატიოსნად უნდა იცხოვროს ადამიანმა - პოლიტიკოსია, ხელოვანი თუ მეეზოვე! დედის რძესავით უნდა იცოდეს კაცმა, რომ წესიერი უნდა იყოს! დედამ და ქვეყანამ ბავშვი წესიერ კაცად უნდა გაზარდონ. ამდენმა არამზადებმა ცხოვრება გაუსაძლისი გახადეს და ახლა პასუხი უნდა აგონ!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)