"წყენით არ მწყენია, მაგრამ..." - ზაზა პაპუაშვილმა რობერტ სტურუას იმედი გაუცრუა - კვირის პალიტრა

"წყენით არ მწყენია, მაგრამ..." - ზაზა პაპუაშვილმა რობერტ სტურუას იმედი გაუცრუა

თეატრმა "ფაბრიკამ" მიმდინარე წლის სეზონი სპექტაკლით "მარია კალასი. გაკვეთილი" დახურა, რომლის რეჟისორი რობერტ სტურუაა.

სახელოვანმა რეჟისორმა ინტერვიუს დროს სინანულით აღნიშნა, რომ არგენტინაში 5-თვიანი შემოქმედებითი მივლინების გამო თეატრს მისი ხელი მოაკლდა.

- გაპარლამენტარებულმა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრს მისწერა წერილი, სადაც საუბარია თეატრის დირექტორ გია თევზაძეზე. თქვენთვის საწყენი ხომ არ იყო ბატონი ზაზასგან ასეთი ქმედება?

- ზაზა ნიჭიერი კაცია. წყენით არ მწყენია, მაგრამ გაკვირვებული ვარ მისი ქმედებით. არა მგონია, ასეთი რამე ხდებოდეს თეატრში, გია თევზაძეს კრიმინალური ან კორუფციული რამე დააბრალო. შესაძლოა, ზაზას გავუგო რაღაცნაირად. როცა ის პარლამენტის წევრი გახდა, სულ მეგონა, რომ ის ნამდვილად დაიწყებდა ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენს ქვეყანაში სულ კეთდებოდა მილიონები და მეგონა, გავიგებდით, სად წავიდა ის ფული, გაიხსნებოდა საქმეები და ის ხალხი გამოაშკარავდებოდა. ის კი დაეტაკა თეატრს, რაც ფულის გასაკეთებელი ადგილი არ არის.

- თეატრში თუ რჩება ბატონი ზაზა?

- შტატში არის, მაგრამ მთლად დარწმუნებული არ ვარ, სანამ გია თევზაძე თანამდებობაზე იქნება, ზაზა სპექტაკლებს თუ ითამაშებს.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.