"ალბათ, სურთ ვანოს რაღაც დაუშავონ და ამიტომ გაიძახიან, გაგიჟდაო.." - კვირის პალიტრა

"ალბათ, სურთ ვანოს რაღაც დაუშავონ და ამიტომ გაიძახიან, გაგიჟდაო.."

"უკვე ქუჩაში კლავენ ხალხს!"

"ვანოს ფსიქოლოგიურად ვერ გატეხავენ, მაქვს ვარაუდი, რომ უპირებენ რაღაც დაუშავონ და წინასწარ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, გაგიჟდაო..."

"ინკოგნიტო წყაროს თქმით, ბოლო დროს ვანო მერაბიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ბოლო რამდენიმე კვირაა, მასთან თითქმის ყოველდღე დადის ფსიქიატრი, რომელიც უწევს კონსულტაციებს და არწმუნებს, რომ ცხოვრებაში უარესი ამბებიც ხდება: "ვანო მერაბიშვილს აწუხებს ჰალუცინაციები, მოჩვენებები, ასახელებს გაურკვეველი ადამიანების გვარებს, კამერაში ზის სრულიად შიშველი და ტანსაცმელს აცმევენ ძალით. როდესაც მასთან ადვოკატი შედის, თავს ურტყამს კედელს და იძახის - ვვარჯიშობო… გაზეთ ალიას მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ნინა წკრიალაშვილი გამოეხმაურა...

- ფსიქოლოგიური პრობლემები ვანო მერაბიშვილს კი არა, ვისაც მისი პატიმრობა უნდა და აწყობთ, იმათ აქვთ!. ამ ზღაპრების შეთხზვას ჯობია ქვეყანას მიხედონ, რომელიც დიდი სისწრაფით მიექანება უფსკრულისკენ. უკვე ქუჩაში კლავენ ხალხს. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, დიდ მადლობას ვუხდი ვანო მერაბიშვილს ყველა რეფორმისთვის და სტაბილური სიმშვიდისთვის, რომელიც ქვეყანაში იყო. ვანოს ფსიქოლოგიურად ვერ გატეხავენ, მაქვს ვარაუდი, რომ უპირებენ რაღაც დაუშავონ და წინასწარ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, გაგიჟდაო...

- მოხშირებული კრიმინალი ახსენეთ.. ეროსი კიწმარიშვილგარდაცვალებაზე მიანიშნებთ?

- თუნდაც! ძალიან მეწყინა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება და ვფიქრობ, რომ მოკლეს. ვინ, როგორ და რატომ მოკლა, ამის გარკვევას გამოძიებისგან ველოდები.

- ისევ ვანო მერაბიშვილს დავუბრუნდეთ. არ დაინტერესდით დღეს, რომ გაგერკვიათ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა?

- ცუდად რომ იყოს გვეცოდინებოდა, მის ოჯახს ექნებოდა ინფორმაცია პირველ რიგში! ეს რაღაც ბოდვებია, რასაც წერენ...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)