"ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი ბრძანება უბრალოდ ღიმილის მომგვრელია" - კვირის პალიტრა

"ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი ბრძანება უბრალოდ ღიმილის მომგვრელია"

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით 1 სეტემბრიდან მთელი რიგი პრეპარატები აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება, "ფეისბუქზე" საინტერესო პოსტით გამოეხმაურა:

"ანდრეა ურუშაძე ჯანდაცვის მინისტრი რომ გახდა, თავიდან ძალიან ინიციატივიანი იყო და იფიქრა რეცეპტურის სისტემას მოვაწესრიგებო, როგორც კი ხმამაღლა განაცხადა რომ ამიერიდან წამლები აფთიაქში მხოლოდ რეცეპტით გაიყიდებაო, ატყდა ერთი ალიაქოთი (სხვათაშორის სამართლიანი) ხალხის ერთი ნაწილი ამბობდა, ისედაც დუხჭირი ცხოვრება გვაქვს, წამლის ფულს ვერ ვშოულობთ და ექიმის კონსულტაციაში რეცეპტის გამოსაწერად ფული როგორ უნდა გადავიხადოთო, მეორე ნაწილი წუხდა, ამდენი დრო სად იქნება, ოჯახის ექიმის კაბინეტის კართან საათობით ვიყურყუტოთო, ზოგნიც ეჭვობდნენ, ეს ფარმაცვეტული მაფიის ხრიკებიაო, მოკლედ ისეთი ამბავი იყო რომ ახალგამომცხვარი ჯანდაცვის მინიტრი იძულებული გახდა კამერების თანხლებით ერთ-ერთ აფთიაქში მისულიყო და ხალხი საჯაროდ დაემშვიდებინა, ანუ განძრახვაზე ხელი აეღო...

ჯანდაცვის მინისტრის დღევანდელი ბრძანება( 1 სეტემბრიდან მთელი რიგი პრეპარატების მხოლოდ რეცეპტით გაყიდვის შესახებ) რომ თითქოს და თვითმკურნალობის და სააფთიაქო ნარკომანიის პრევენციას მოახდენს, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, გაზაფხულზე რა სანქცია აღარ დააწესეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობითც კი დაემუქრდნენ " ბარიგა" აფთიაქებს, მაგრამ რა, ყველგან, მთელ საქართველოში მხოლოდ რეცეპტით გასაცემი პრეპარატები მაინც ყველასთვის ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშეც.

და ბოლოს მინდა ჯანდაცვის მესვეურებს ვკითხო თუ ეწ, ფართო მოხმარების პრეპარატები თუნდაც მაგ, მარტივი საგულე საშუალებები, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით ანუ რეცეპტით უნდა გაიყიდოს, მაშინ რაღატომ სთავაზობ მეტადონს უპრობლემოდ ფაქტობრივად ყოვეგვარი შეზღუდვის გარეშე უკვე 21 წლის ახალგაზრდას?

( ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში ჩართვის ასაკი განისაზღვრა 21 წლით, მანამდე 25 წლის ნაცვლად)."