არჩილ ხომასურიძე: ”კაზანტიპიც” უნდა ჩატარდეს და პროსტიტუციაც და ნარკომანიაც ლეგალიზებული უნდა იყოს” - კვირის პალიტრა

არჩილ ხომასურიძე: ”კაზანტიპიც” უნდა ჩატარდეს და პროსტიტუციაც და ნარკომანიაც ლეგალიზებული უნდა იყოს”

"ავკრძალოთ, ვიკივლოთ, ვიწივლოთ, მღვდლებმა ირბინონ ტაბურეტებით, იყოს დაჭერები, თავ-პირის მტვრევა და მერე პოლიტიკური ღრიანცელი”

"ოცი წლის ხდება ბიჭი და ცოლი მოჰყავს, მხოლოდ იმიტომ რომ ნაწილობრივ სქესობრივი მოთხოვნილება აქვს" - ამაზე რატომ არავინ იღებს ხმას?"

”დამერწმუნეთ კაზანტიპზე რომ გამოაცხადონ, არჩილ ხომასურიძეა ჩამოსული და სქესობრივი გზით გარდამავალ დაავადებებზე, აბორტის პროფილაქტიკაზე და ასეთებზე გესაუბრებათო, დაჯდებიან ის ახალგაზრდები და დამიგდებენ ყურს დიდი ინტერესით... ისწავლიან, სწორად როგორ იცხოვრონ. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა ავკრძალოთ, ვიკივლოთ, ვიწივლოთ, მღვდლებმა ირბინონ ტაბურეტებით, იყოს დაჭერები, თავ-პირის მტვრევა და მერე პოლიტიკური ღრიანცელი”... მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე გვესაუბრა თუ რატომ არის მომხრე ”კაზანტიპი” გაიმართოს...

- როგორც მახსოვს პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეც ხართ...

- დიახ, ქალის ჯამრთელობისთვის არის საჭირო, ქვეყანაში პროსტიტუცია იყოს ლეგალიზებული. მხოლოდ ამით შემცირდება ვენერიული დაავადებები.

- ხუმრობენ, რომ ”კაზანტიპის” დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი საქმე გინეკოლოგებს ექნებათ და ახალგაზრდების ჯამრთელობას ათასგვარი საფრთხე ემუქრება...

- ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ექიმი, არამედ როგორც მოქალაქე გეტყოდით, რომ არასოდეს არცერთ აკრძალვას სიკეთე არ მოაქვს. რაც შეეხება სქესობრივ ცხოვრებას, აბორტის პროფილაქტიკას ან ლეგალიზაციას, არასოდეს შეზღუდვებს სარგებელი არ მოუტანია. რადგანაც აკრძალვები არაფერს იძლევა, ”კაზანტიპის” აკრძალვასაც არავითარი კარგი შედეგი არ ექნება... მაინც თავისას გაიტანენ და ჯობია პოლიტიკოსებმა, რელიგიის მსახურებმა და სხვებმა, ყველამ თავის საქმე აკეთოს. რელიგიის მსახურები ჩავიდნენ და ახალგაზრდებს მორალი აუხსნან, კარგად დააფიქრონ რელიგიურად რა არის სწორი და რა არა. ექიმებმა ვასწავლოთ პროფილაქტიკა სქესობრივი გზით გარდამავალი დაავადებების. დამერწმუნეთ, იქ რომ გამოაცხადონ არჩილ ხომასურიძეა ჩამოსული სქესობრივი გზით გარდამავალ დაავადებებზე, აბორტის პროფილაქტიკაზე და ასეთებზე გესაუბრებათო, დაჯდებიან ის ახალგაზრდები და დამიგდებენ ყურს დიდი ინტერესით. ისწავლიან, სწორად როგორ იცხოვრონ. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა ავკრძალოთ, ვიკივლოთ, ვიწივლოთ, მღვდლებმა ირბინონ ტაბურეტებით, იყოს დაჭერები, თავ-პირის მტვრევა და მერე პოლიტიკური ღრიანცელი... ”კაზანტიპზე” არცთუ ისე პატარა ბავშვები მიდიან, უკვე სრულწლოვანები არიან და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ მოიქცნენ... ოცი წლის ხდება ბიჭი და ცოლი მოჰყავს, მხოლოდ იმიტომ რომ ნაწილობრივ სქესობრივი მოთხოვნილება აქვს. ასეთ უაზრო ქორწინებას კი მხოლოდ ის შედეგი მოაქვს, რომ ძალიან მაღალია განქორწინებების და დანგრეული ოჯახების რისკი... ამას რატომ არავინ აპროტესტებს, რატომ არავინ იღებს ხმას? ამიტომაც ვარ პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრე და მეტსაც გეტყვით - ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეც...

- ნარკოტიკების რატომ?

- ჯამრთელობისთვის არის უკეთესი და იმიტომ... ნარკომანია არის მძიმე, ქრონიკული განუკურნებადი დაავადება. განუკურნებადს კი მკურნალობა სჭირდება და არა ციხეში გამოკეტვა. ამიტომ ნარკომანმა - მძიმე ქრონიკულმა ავადმყოფმა მკურნალობა უნდა მიიღოს ოფიციალურად, ამბულატორიიდან, სახელმწიფო ხარჯზე! ნაკლებად საზიანო წამლები, ნარკოტიკები ექიმმა უნდა შეარჩიოს და პაციენტმა მიიღოს ისეთ პირობებში, რომ ცე ჰეპატიტი არ დაიმართოს.

- ოდნავ გადავუხვიოთ თემიდან... დიდი ვნებათაღელვაა ატეხილი წამლები რომ მხოლოდ ექიმის რეცეპტის მიხედვით უნდა გაიყიდოს... ამ საკითხზე როგორია თქვენი მოსაზრება?

- ყოვლად მოუმზადებელია ქვეყანა ამისთვის. შეიძლებოდა შეზღუდვები, მაგრამ პირველი სექტემბრიდან ასეთი მასშტაბის შეზღუდვა მხოლოდ გაართულებს პაციენტების და ზოგიერთ შემთხვევაში ექიმების ცხოვრებასაც კი. ძალიან მტკივნეული და დაუფიქრებელი ნაბიჯია ჩემი აზრით.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)