"დობერმანია თუ კავკასიური ნაგაზი, არ ვიცი" - ზაზა გაბედავა "დობერმანზე" - კვირის პალიტრა

"დობერმანია თუ კავკასიური ნაგაზი, არ ვიცი" - ზაზა გაბედავა "დობერმანზე"

"სააკაშვილი არის სააკიანი, ჩვენი საქართველოს მოღალატე და ვისაც ეგ დაუჭერს მხარს მე ყველას გავემიჯნები"

ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მაქს დობერმანის და რუსეთში მცხოვრები ქართველის, ზაზა გაბედავას პირადი საუბრის ჩანაწერი. ჩანაწერი "კიბერბერკუტმა" გაავრცელა, რომელიც ანტიუკრაინული მასალების ტირაჟირებითაა დაკავებული. დობერმანი ვიდეოს გაჟონვაში გაბედავას ადანაშაულებს. საიდან მოხვდა ეს ვიდეო "კიბერბერკუტთან", ამაზე კომენტარი ზაზა გაბედავას ვთხოვეთ:

- დობერმანთან მე მქონდა უბრალო საუბარი, რომელიც მერე ვიღაცამ გაავრცელა. როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი კიბერბერკუტის ხელში, წარმოდგენა არ მაქვს. ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ჩვენ გვქონდა ძალიან ადამიანური ლაპარაკი და ის დობერმანია თუ კავკასიური ნაგაზი, არ ვიცი, მე მას, როგორც ქართველ მეომარს, ისე ველაპარაკე. ეკლესიის წინაშე ვიტყვი და მამის საფლავს ვფიცავარ, რომ მე არავისთვის არაფერი არ მიმიცია. ჩემს 6 წლის შვილსაც დავიფიცებ ჩემს სიმართლეზე.

- ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, თუ თქვენ არ გაეცით ანუ თვითონ გასცა?

- ვერ გეტყვით. არ ვიცი და ისე როგორ დავაბრალო ადამიანს რამე? თქვენ ხომ გახსოვთ, სააკიანი რომ გვყავდა პრეზიდენტად? ჰოდა ისიც თუ გახსოვთ, რანაირი კომპიუტერული ვირუსები ჰქონდა მას?! ყველაფერს უყურებდნენ და ყველაფერს იწერდნენ, თქვენ ფიქრობთ, ის ვირუსები გაქრა?

- თქვენ ადრე ბესარიონ გუგუშვილსაც გაუვრცელეთ ჩანაწერი...

- ბესოსთან საუბრის ჩანაწერი მე დავდე და ამას არც ვუარყოფ. ბესო გუგუშვილი არის ზვიად გამსახურდიას მკვლელი, მან ზვიადი მოკლა და მერე დაწერა, ფეესბე-ს აგენტი იყოო და რაღაც სისულელეები.

- თქვენ მაქსს უთხარით, რომ ხართ ებრაელი. რატომ მოატყუეთ?

- სიმართლე ვთქვი, მე დედის მხრიდან ძალიან ბევრი ებრაელი მყავს, თვითონ ეგაა სომეხი და მე კიდე სომხები არავინ მყავს, მე ებრაელი ახლობლები მყავს.

- ახლობლების ყოლა არ ნიშნავს, რომ თქვენც ებრაელი ხართ...

- მე ვარ მეგრელი საქართველოდან. დედულეთიდან ახლო ნათესავები მყავს ებარელები. მე ყველაფერი სიმართლე ვთქვი.

- მაქსის ბრძოლას თუ უჭერთ მხარს?

- ამ ინციდენტის მერე ორჯერ ვისაუბრეთ, მითხრა, მე ეს შენი გაკეთებული მეგონა და ბოდიში, რომ ასე ვიფიქრეო. რაც შეეხება მხარდაჭერას, ვუჭერ თუ არა მხარს, რა მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მეომარი კაცია და ის იცავს იმ მიწას, სადაც მისი ცოლ-შვილი ცხოვრობს

- უკრაინულ-რუსულ კონფლიქტში ვის უჭერთ მხარს?

- ვისაც სააკაშვილი უჭერს მხარს, მე არავის ვემხრობი, რადგან სააკაშვილი ვითომ იქ რაღაც განცხადებებს აკეთებს, ამ დროს რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს და დაშნაკურ სომხურ განცხადებებს ლაყბობს. სააკაშვილი არის სააკიანი, ჩვენი საქართველოს მოღალატე და ვისაც ეგ დაუჭერს მხარს მე ყველას გავემიჯნები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)