ზურა ჟვანია - დახეული კედებით და მიშა სააკაშვილი - დიდი ფეხსაცმლით - კვირის პალიტრა

ზურა ჟვანია - დახეული კედებით და მიშა სააკაშვილი - დიდი ფეხსაცმლით

ამონარიდი ჟურნალ "გზიდან"

გია ბუღაძე:

- ჩემდა უნებურად, ყურადღებას ვაქცევ ფეხსაცმელს. მიშას მართლაც ძალიან დიდი ფეხსაცმელი ეცვა, "ინსპექტორების" ტიპის და ძალიან გადამდებად იცინოდა. ზურას დახეული კედი ეცვა, ოღონდ საოცარი ინტუიცია ჰქონდა. რაც არ უნდა ილაპარაკოს ბევრმა, ორივე მართლაც ძალიან ნიჭიერი იყო. პირველსავე მოსვლაზე გამაოცა. ზურას ადრეული ასაკიდან ვიცნობდი. ჩემი უმცროსი მეგობარი - კარლო კაჭარავა მოდიოდა ხოლმე ჩემთან, კარლო ფენომენალური ნიჭის პატრონი იყო და მისი მეგობარი უნიჭო ვერ იქნებოდა. ზურა ყოველდღე ჩემთან იყო, ვმსჯელობდით, ვსაუბრობდით, მერე გერმანულის სწავლა დაიწყო, ერთმანეთს ვამეცადინებდით, გერმანულ მუსიკას ვასმენინებდი, ვპაექრობდით ხოლმე, საინტერესო პროცესი იყო. თავის დროზე, ზურა ჟვანიამ მთხოვა პარლამენტის რამდენიმე დარბაზის მოხატვა.

- ახალ მთავრობაში თუ გაქვთ ვინმესთან კონტაქტი?

- არა, არავისთან მაქვს შეხება და არც ვაპირებ.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.