”რასაც მიზნად დაისახავდა, ჩემი შვილი ყველაფერს აღწევდა.”- ნორა ნარმანია (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

”რასაც მიზნად დაისახავდა, ჩემი შვილი ყველაფერს აღწევდა.”- ნორა ნარმანია (ექსკლუზივი)

ამონარიდი ჟურნალ ”გზიდან”

ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერ დავით ნარმანიას დედა ნორა ნარმანიასთან:

სურათზე: დავით ნარმანია ძმასთან, ირაკლი ნარმანიასთან ერთად

- დათოს რომელი საგანი უყვარდა გამორჩეულად?

- გამორჩეული საგანი არ ჰქონია. ყველას ერთნაირად სწავლობდა. მისი მოსწავლეობის დროს 5-ქულიანი შეფასება იყო და 4-იანი არასდროს მიუღია. ძალიან სწრაფად ასწრებდა სწავლას. რამდენჯერმე სათამაშოდ გასული დათო სახლში მომიბრუნებია, რადგან ეჭვი შემეპარა, ასე მალე როგორ მოამზადა გაკვეთილები-მეთქი?

- ბავშვობაში ჩხუბისთავი იყო?

- არა, ძალიან უკონფლიქტო, დიპლომატი ბავშვი იყო. არ მახსოვს, სკოლაში ან სოფელში ჩემთვის ვინმეს საყვედური ეთქვას, - დათომ იჩხუბაო. სკოლაში ძალიან მაგარი სიმკაცრე იყო. სოფელში კი, ჩვენს მეზობლად მათი ტოლი თითქმის არავინ იყო.

***

სახელმწიფო უნივერსიტეტში საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტზე ჩააბარა, უფასოზე ჩაირიცხა. ეს იყო დათოს პირველი სერიოზული წარმატება. მეორე კურსზე იყო, მუშაობა რომ დაიწყო. მესამე კურსის სტუდენტი ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წევრი გახდა, სადაც სამეცნიერო მიმართულებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი - მისი თავმჯდომარე იყო. მეოთხე კურსზე, შემოსავლების სამსახურში დაიწყო მუშაობა და ასე თანდათან მიიწევდა წინ. სულ სწავლობდა. ხან გერმანიაში იყო, ხან სად და ხან - სად. წარმატებებს ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დიდი შრომისა და თეთრად გათენებული ღამეების ფასად მიაღწია.

***

ნიჭის გარდა, საკმაოდ კარგი ინტუიციაც ჰქონდა. რასაც მიზნად დაისახავდა, ყველაფერს აღწევდა...

- ახლა უკვე დედაქალაქის მერია...

- დიახ. დარწმუნებული ვარ, რომ არც აქ გაუჭირდება, თუ შიგნით არ მოუწყვეს რამე ცუდი. ერთადერთი, ამის მეშინია ძალიან.

- ”შიგნით ცუდის მოწყობაში” რას გულისხმობთ?

- ძველ კადრებს და კიდევ სხვა რაღაცებს, რისიც მეშინია... თუმცა, დათოს დიპლომატიური ნიჭისა და გამოცდილების იმედი მაქვს.

- თბილისის მერის არჩევნების დროს თქვენმა სიტყვებმა, - აფხაზეთი იმიტომ დავკარგეთ, რომ თბილისელები აფხაზებსა და აფხაზეთს არაფრად მიიჩნევდნენო, - საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.