"ნაციონალებისთვის" ქართველი ხალხი არის ბრბო, რომლის მართვა შეიძლება მარტივად" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ნაციონალებისთვის" ქართველი ხალხი არის ბრბო, რომლის მართვა შეიძლება მარტივად" (ექსკლუზივი)

ამონარიდი ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუდან:

"ეთერში იყო დავით უსუფაშვილი, და ახლა "ნაციონალებს" რაც აქვთ ძირითადი, რა ღერძსაც ატრიალებენ, რომ ივანიშვილი მართავს ყველაფერს, ივანიშვილი იჭერს სააკაშვილს და იჭერს ყველას, სწორედ ასეთივე კითხვა დაუსვა ნინო ჟიჟილაშვილმა. ახალი, ცხელი ამბავი იყო, უგულავას დაჭერა მგონი და ამბობდნენ, რომ ივანიშვილი იჭერსო. ახლა მე ციტირებას ვერ დავიწყებ, აზრი ეს იყო, იჭერს თუ არა ივანიშვილი უგულავას. ივანიშვილი იჭერს ყველას - ამას პირველ რიგში ევროპისთვის საუბრობენ, ესენი (ნაციონალები) ქართველ ხალხზე რეაგირებას არ აკეთებენ, ეს არის, უკაცრავად და, რაღაც ბრბო მათთვის, რომლის მართვა შეიძლება მარტივად. ძირითადი ევროპას და ამერიკას ესაუბრებიან იმით, რომ ივანიშვილი იჭერს ყველას, ჯერ ეს ააგორეს, შემდეგ, ეკონომიკური ვარდნა და რომ თურმე ბიუჯეტი არ შესრულდა, შემდგომ ის მართლა ცუდი, რაც მოხდა მთავრობაში - გადაჭარბებული პრემიების გამოწერა, ამ ფონზე გახსოვთ როგორი აჟიოტაჟი იყო მთელ საქართველოში? არადა, ვერც შეადარებდი ნაციონალური მოძრაობის გაფლანგულ თანხებს და იმ 16 მილიონს, რაც 1 წელიწადში მარტო ლობიზმზე დახარჯა ბოკერიამ და დღეს პროკურატურა იძიებს უგულავასა და მერაბიშვილის გაფლანგვებში, რისთვისაც ციხეში ჩასმას უპირებენ და უკვე არიან და ასე შემდგომ. პრემიებმა გადაფარა ეს თემები ყველა, ის პრემიები იყო თურმე დამაქცევარი, გაცილებით დიდი იმ ელიტარულ კორუფციაზე, რაც 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის მთავრობაში სუფევდა. აი, ასე დაგვიხატეს ეს, რომ კატასტროფა, აპოკალიფსი მოდის ამ პრემიების ფონზე..."

ინტერვიუს ტექსტური ვერსია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.

ორშაბათს 19:30 საათზე ნახეთ და უსმინეთ ინტერვიუს სრულ ვერსიას "პალიტრა ტვ"-სა და რადიო "პალიტრის" ეთერში.