ცოტნე გამსახურდია: "ესენი ფაქტიური არა მაგრამ პოტენციური მოღალატეები ნამდვილად არიან!" - კვირის პალიტრა

ცოტნე გამსახურდია: "ესენი ფაქტიური არა მაგრამ პოტენციური მოღალატეები ნამდვილად არიან!"

თბილისობა მოსკოვში - ღონისძიებას, რომელიც "რუსეთში ქართველთა კავშირის" თავმჯდომარის, მიხეილ ხუბუტიას დაფინანსებით გაიმართა, ქართველი მომღერლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, ლელა წურწუმია, აჩი ფურცელაძე, თამრიკო გვერწითელი, ნინი ბადურაშვილი. მოსკოვში გამართულ თბილისობას დაესწრო ე.წ. პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავაც , რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა... ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა მოსკოვში მყოფნი საქართველოს მოღალატეებად გამოაცახდა... თავის მოსაზრება ცოტნე გამსახურდიამაც გაგვიზიარა.

- ეგ ხალხი მოსკოვში კი არა მოსკოვში კი არა ზიმბაბვეში წავიდოდა, ოღონდ რაიმე გამორჩენის და საკუთარი პოპულარობის აფიშირების საშუალება ჰქონდეთ.  მე არა მგონია, სერიოზულად ტრაგიკული სიტუაცია იყოს. თუმცა ამ ხალხის საყვარელი მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის ჩვეული რიტორიკით სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადებდათ... არ მგონია რომ შეგნებულად და გამიზნულად ვინმესთან თანამშრომლობდნენ, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყოდი რომ ფაქტიური მოღალატეები არიან, მაგრამ პოტენციური მოღალატეები ნამდვილად არიან!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)