"ქართული ოცნებისთვის" ირაკლი ალასანიას ფიგურა ძალიან საჭიროა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნებისთვის" ირაკლი ალასანიას ფიგურა ძალიან საჭიროა

"ქართული ოცნებისთვის" ირაკლი ალასანიას ფიგურა ძალიან საჭიროა

"ნატოში აღარ ექნებათ იმის განცდა, რომ საქართველო გატარებული რეფორმების კუთხით სანდო და გამჭირვალეა."

"ასეთი ფაქტები ნატოში ინტეგრაციის მხრივ ძალიან დაგვაზარალებს... ეს ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს, დაღს დაასვამს."

თავდაცვის სამინისტროში მომხდარმა სიტუაციამ ბევრი კითხვა გააჩინა, თუ რა ხდება "ქართულ ოცნებაში" და რას მოუტონს მსგავსი ქმედებები ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს. ჩვენს შეკითხვებზე ექსპერტმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თორნიკე შარაშენიძემ გვიპასუხა:

- დავიწყოთ იქედან, რომ ასეთი ფაქტები ნატოში ინტეგრაციის მხრივ ძალიან დაგვაზარალებს. აქამდე გვეგონა, რომ თავდაცვის სამინისტროში ყველაფერი გამჭვირვალე იყო, რადგან ეს და სხვა სახელმწიფო უწყებები, მათ შორის ტენდერები, ამ ხელისუფლების დროს გამჭირვალედ მუშაობდა. რაც შეეხება, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს, ჩვენს მხარდამჭერ ქვეყნებს, ნატოში აღარ ექნებათ იმის განცდა, რომ საქართველო გატარებული რეფორმების კუთხით სანდო და გამჭირვალეა.

- რამდენად აქვს იმ ვერსიას არსებობის უფლება, რომ ეს იყოს პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის ნაკლებად სასიამოვნო ურთიერთობის გამოხატულება?

- თუ ეს ასეა და ამ ქვეყანაში მსგავსი საკითხები ემოციებით იმართება, ეს ძალიან ცუდია ამ მთავრობისთვის . "ქართული ოცნებისთვის" ირაკლი ალასანიას ფიგურა ძალიან საჭიროა, რადგან მისი გუნდის დამოკიდებულება დასავლეთთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მართლაც მივიღებთ საგარეო კურსის გამო გახლეჩილ კოალიციას, ეს გამანადგურებელი იქნება ქვეყნისთვის.

- საზოგადოების ერთ ნაწილს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მომხდარი, ე.წ. "კირვალიძის ტრაქტორების" ფაქტი გაახსენა...

- დიახ, მახსოვს, მაგრამ კონტექსტი სრულიად სხვა იყო, ანუ ტარქტორების ამბავი ტრაქტორების დონეზე დარჩა. ეს ფაქტი კი, ძალიან მაღალ დონეზე გახდება განსჯის საგანი, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯს, დაღს დაასვამს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)