"ივანიშვილმა ჯერ კიდევ პრემიერობისას თქვა, რომ მას გარკვეული სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები მიუტანეს "- რას ურჩევს ბობოხიძე უსუფაშვილს - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა ჯერ კიდევ პრემიერობისას თქვა, რომ მას გარკვეული სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები მიუტანეს "- რას ურჩევს ბობოხიძე უსუფაშვილს

"მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი გავიმეორე, ხომ გახსოვთ, მან ჯერ კიდევ პრემიერობისას თქვა, რომ მას მიუტანეს გარკვეული სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომელზეც მისი თანგუნდელები მაინც და მაინც კარგად ვერ გამოყურებიან."

"ამით ივანიშვილმა თავის თანმებრძოლებს შეახსენა, რომ მათზე გარკვეული მაკომპრომეტირებელი მასალა აქვს"

"სააკაშვილის დანაშულის დამტკიცება რომ შეეძლოთ, მის ძებნას საერთაშორისოდ გამოაცხადებდნენ, რატომ არ აცხადებენ?! აქ ხალხს აბოლებენ, სინამდვილეში კი არაფრის თავი აქვთ."

პარლამენტის სხდომაზე გამოვლისას, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა:@ოპოზიციაში მთელი თქვენი მოღვაწეობის დროს ამტკიცებდით, რომ ტოტალურად ვუსმენდით, ვძვრებოდით კომპიუტერებში, ლოგინებში. როგორც ბატონი ბიძინა ამბობს, მას მიუტანეს მისსავე თანაგუნდელებზე გადაღებული სექსუალური კომპრომატები. მინდა გითხრათ, რომ ეს ბატონ ბიძინას შემთხვევით არ უთვქვამს. იმჟამად პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ეს ტქვა, პრინციპით, "მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო..." რას გულისხმობდა აკაკი ბობოხიძე?

-მე ახალი არაფერი მითქვამს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი გავიმეორე, ხომ გახსოვთ, მან ჯერ კიდევ პრემიერობისას თქვა, რომ მას მიუტანეს გარკვეული სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომელზეც მისი თანგუნდელები მაინც და მაინც კარგად ვერ გამოყურებიან. ნამდვილად არსებობს ეს ჩანაწერები, თუ -არა, ვერ გეტყვით, შესაძლოა, უბრალოდ, ვიღაცების შესაშინელბლად თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ უმიზნოდ არ უთქვამს. როცა ამ ფირებზე ლაპარაკობდა, ახსენა ოჯახის სიწმინდე, ხელშეუხელბელი თემები და ა.შ. ეს ყველაფერი სწორედ იმიტომ ახსენა, რომ ამით ივანიშვილმა თავის თანმებრძოლებს შეახსენა, რომ მათზე გარკვეული მაკომპრომეტირებელი მასალა აქვს. ან ერთხელ უკვე გამოიყენა ასეთი მასალები და სავარაუდოდ, მომავალშიცგამოიყენებს.

-რას გულისხმობთ?

-არ იცით, რასაც ვგულისხმობ? ეს ხელისუფლება მოვიდა ციხეში დადგმული ცოცხების სპექტაკლის აფიშირებით, სავარაუდოდ, ივანიშვილს ასეთი ჩანაწერები კიდევ ბევრი აქვს, რომელსაც ალბათ მომავლშიც, კაცმა არ იცის, რაში გამოიყენებს. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამ კომპრომატების წყალობით უმრავლესობაში ბევრი კიდევ კარგა ხანს ეყოლება ყურით დაბმული.

-როცა პარლამენტში ამაზე ლაპარაკობდით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს გაუმეორებია ირაკლი ალასანიას ცნობილი ფრაზა: -"მე რა ვქნა, მეო?"

-ამ საკითხთან დაკავშირებით არ უთქვამს, მაგრამ ნამდვილად გაიმეორა, თუმცა ვურჩევდი უსუფაშვილსაც და დანარჩენებსაც, ერიდონ ამ ფრაზის გამოყენებას, პოლიტიკოსებსაც და სხვებსაც აშკარად ცუდად აქვთ დაცდილი.

-ალასანია ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ კრიტიკულად ილაპარაკ ბიძინა ივანიშვილზე...

-არ მინახავს ალასანიას ინტერვიუ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მან გულწრფელად აირჩია თავისი მოქმედების დამოუკიდებელი გზა, რაც ძალიან კარგია. ბიძინა ივანიშვილი კი ის პიროვნება, რომელსაც ყველასთან დაეძაბება ურთიერთობა, ვინც მაგის დაკრულეზე არ ცეკვავს.

-ახლახან მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ბრალი გირგვლიანის საქმეთან დაკავშირებით დაუმძიმა.. .

-ეს ბრალის დამძიმება უკვე სასაცილო ხდება, რას მაიმუნობენ, რას თამაშობენ, აქ ბარლში კი არ არის საქმე, სააკაშვილის დანაშულის დამტკიცება რომ შეეძლოთ, მის ძებნას საერთაშორისოდ გამოაცხადებდნენ, რატომ არ აცხადებენ?! აქ ხალხს აბოლებენ, სინამდვილეში კი არაფრის თავი აქვთ. მორჩენენ ამ ტაკიმასხარობას და ქვეყანას მიხედონ, თავზე რომ ენგრევათ.

ეკა  გადახაბაძე (სპეცალურად საიტისთვის)