სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის გენპროკურორად დანიშნონ? - კვირის პალიტრა

სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის გენპროკურორად დანიშნონ?

ეს თუ მართლაც ასე მოხდა, ეს ნამდვილი ნონსენსი იქნება, რადგან ერთ ქვეყანაში დამნაშავედ გამოცხადებული და სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი პირი, მეორე ქვეყანაში დამნაშავეთა დევნას განახორციელებს.

უკრაინის სავაჭრო ქსელების მიმწოდებელთა ასოციაციის დირექტორი ალექსეი დოროშენკი თავის ბლოგში წერს, რომ უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტი შესთავაზონ.

"რატომ იწვევს საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინელებში ასეთ ემოციებს? - საქმე ისაა, რომ უკრაინელთა უმეტესობას სჯერა, რომ საქართველო დღეს ჩვენს ქვეყნასთან შედარებით მეტ-ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა, რაც საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგია. ამ წარმატების ლომის წილი სამართალდამცავი ორგანოების რეფორმაზე მოდის, ხოლო ეს ყველაფერი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას უკავშირდება... მან ქვეყნაში კორუფციის დონის მნიშვნელოვნად შემცირება შეძლო... სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში აუცლებლად რეფორმატორის სახელით უნდა შევიდეს. მას ასევე შეუძლია ამ სახელით შევიდეს უკრაინის ისტორიაშიც." - წერს დოროშენკო და იქვე აღნიშნავს: "უკრაინაში დღეს მოქმედი ჩინოსნებისთვის სააკაშვილი არის ყველაზე კოშმარული სიზმარი. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ადამიანი მუხრუჭების გარეშე, რომლის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ციხეში ჩაჯდომა მოუწევს ყველას, ვინც, არათუ გაბედა და ხელი მოითბო სახელმწიფოს ფულით, არამედ საერთოდ გაიხედა მისკენ".

ეს თუ მართლაც ასე მოხდა, ეს ნამდვილი ნონსენსი იქნება, რადგან ერთ ქვეყანაში დამნაშავედ გამოცხადებული და სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი პირი, მეორე ქვეყანაში დამნაშავეთა დევნას განახორციელებს. ქართველ ექსპერტთა ნაწილი ამას კატეგრიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ უკარიანა არავითარ შემთხვევაში ამაზე არ წავა, არ გაამწვავებს საქართველოსთან ურთიერთობას და ეს მხოლოდ მორიგი ჭორია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სწორედ ამ დღებში გადაწყვიტა სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების მოთხოვნით ინტერპოლისთვის მიემართა, არ არის გამორიცხული, სააკაშვილის გენპროკურორად დანიშვნის საკითხი უკრაინის სახელისუფლო წრეებში იდეის დონეზე განიხილებოდეს, რაზეც ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას აქვს.