აშშ-ს პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი ბუში იბრძოლებს - კვირის პალიტრა

აშშ-ს პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთი ბუში იბრძოლებს

თეთრ სახლში ბუშების დინასტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შევა?!

ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის ვაჟი ჯებ ბუში ამერიკის მომავალი პრეზიდენტობისთვის ბრძოლას აპირებს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2016 წელს გაიმართება. ამის შესახებ  საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" იუწყება.

ჯებ ბუში "რესპუბლიკელების" პირველი კანდიდატი იქნება. ის 61 წლისაა და 1999 წლიდან 2007 წლამდე ფლორიდის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

ჯებ ბუში "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ადასტურებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრის კენჭს. ამასთანავე, მისი ძმა, აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი აცხადებს, რომ ჯები არჩევნებზე ჰილარი კლინტონს მოუგებს.

"ინტერპრესნიუსი"