"როლანდ ახალაია, შვილებთან ერთად, სამეგრელოს გამაუპატიურებელია"- ხმაური ზუგდიდში - კვირის პალიტრა

"როლანდ ახალაია, შვილებთან ერთად, სამეგრელოს გამაუპატიურებელია"- ხმაური ზუგდიდში

"სააკაშვილი პუტინის "პუტანკაა"

"მზად ვიყავი დავტაკებულიყავი ნაძირალა ახალაიას და გამეძევებინა ზუგდიდიდან"

"იმ დოქსოპულოების უმეტესობა, რომლებიც პრეზენტაციას ესწრებოდნენ, არიან ყოფილი პოლიციელები.

ბაჩო ახალაიას წიგნის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" პრეზენტაციას ზუგდიდში ხმაური მოჰყვა. ეს ფაქტი ზუგდიდელების ნაწილმა გააპროტესტა, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა და იმ შენობაში შეჭრა, სადაც წიგნის პრეზენტაცია მიმდინარეობდა. პოლიციამ მათ შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ჩვენ დავუკავშირდით აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერს კახა მიქაიას:

- როლანდ ახალაია საერთოდ როგორ უნდა დადიოდეს საქართველოში? როგორ შეიძლება ეს ადამიანი გარეთ იყოს?! როლანდ ახალაია, შვილებთან ერთად, სამეგრელოს გამაუპატიურებელია. მისმა ნაძირალა შვილები უამრავი ადამიანი აწამეს და ათასი საშინელება აკეთეს. ბაჩო ახალაია რომ წიგნს წერს და რაღაცეებს ბოდავს, მერე ხელისფლება უშვებს, იმას რომ ამ წიგნის პრეზენტაცია მოეწყოს ზუგდიდში, ეს ზუგდიდის და სამეგრელოს დიდი შეურაცხყოფაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ დაესწრო ამდენი ხალხი ამ წიგნის პრეზენტაციას?!

- ნეტავ მაგათ თავებში ჩამახედა, დოქსოპულოები და დეგენერატები სამეგრელოში და საერთოდ მთელს საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი გვყავს. სწორედ ასეთი დეგენერატები, თუ მივლენ ახალაიას წიგნის პრეზენტაციაზე, სადაც წიკლაურს და მინაშვილს მოუსმენენ. იარონ და უსმინონ, ეს პრობლემა არაა, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს სამეგრელოს უდიდესი შეურაცხყოფაა.

- პოლიციასა და თქვენს შორის რატომ მოხდა დაპირსპირება?

- პოლიციას არ სურდა იქ რაიმე დაძაბულობა მომხდარიყო. ხალხი ძალიან აჟიტირებული  იყო, პირადად მე, მზად ვიყავი დავტაკებულიყავი ნაძირალა ახალაიას და გამეძევებინა ზუგიდიდან. ხელისუფლებას და ადგილობრივ პოლიციას პირდაპირ ვუთხარი რომ პოლიცია დღემდე სავსეა ახალაიას და გუნიას პოლიციელებით. სხვათა შორის, იმ დოქსოპულოების უმეტესობა,რომლებიც პრეზენტაციას ესწრებოდნენ, არიან ყოფილი პოლიციელები. საზოგადოება არის ე.წ. კოაბიტაციის მსხვერპლი, თუმცა მხოლოდ საზოგადოება არა, თავად პოლიციაც და ხელისუფლებაც ამ სისულელის, ამ სიმახინჯის მსხვერპლია. მე კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ის მარაზმი რასაც კოაბიტაცია ჰქვია. აუცილებლად უნდა დაისაჯოს დამნაშავე და სამართლიანობა აღდგეს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არათუ არ აღადგინდა სამართლიანობა, არც კი დაიწყო ეს პროცესი

- ანუ თქვენ თვლით რომ პროცესები რომელიც ახლა მიმდინარეობს არაა სამართლიანობის აღდგენისაკენ მიმართული?

- ახლა რაც ხდება, ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე წყლის დასხმაა. ხელისუფლება უკვე პრობლემის წინაშე დგას. იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, როლანდ ახალაიას ეს უტიფარი გამოხტომა ზუგდიდში და კიდევ სხვ. მრავალი ფაქტი სწორედ კოაბიტაციის შედეგია. ამას უნდა მიხვდეს ხელისუფლება. მე არ მინდა მაიმუნ ახალაიას ნაჯღაბნზე ლაპარაკი, ეს ჩემგან არასერიოზული იქნება. სხვათა შორის, ერთ-ერთმა ვაი მეცნიერმა, გვარად პაპასკირმა მაღალი შეფასება მისცა ამ წიგნს. ასეთი ხალხი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ჩვენს ქვეყანაში. ვისაც ახალაიას ნაჯღაბნმა აფხაზეთში დაბრუნების იმედი ჩაუსახა, ვაი, მაგათ პატრონს. ბაჩო და როლანდ ახალაიებს, სააკაშვილის და კიდევ ბევრ სხვას, მორალური უფლება არ აქვთ აფხაზეთზე ილაპარაკონ. მაგათ უნდა იცოდნენ, რომ კახა მიქაიას არ დაუკარგავს აფხაზეთი, ეს ქართული მიწა მაგათ დაკარგეს. დიახ, შევარდნაძის დაწყებული საქმე სწორედ "ნაციონალებმა" დააგვირგვინეს. სააკაშვილმა ჩააბარა აფხაზეთი პუტინს, რადგან სააკაშვილი პუტინის "პუტანკაა", ამიტომ მორალური უფლება არ აქვს საერთოდ ახსენოს აფხაზეთი.

პ.ს. ვცადეთ, მომხდარზე აზრი როლანდ ახალაისთვისაც გვეკითხა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)