ბიძინა ივანიშვილი: "რესპუბლიკელები" ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს" - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: "რესპუბლიკელები" ვერ მალავენ და ალასანიას უჭერენ მხარს"

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მასსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს შორის ურთიერთობა მას შემდეგ ხომ არ გაცივდა, რაც ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტობა მოინდომა, უპასუხა:

"პირადულს ადამიანს ყოველთვის იოლად ვაპატიებ. ამაზე ჩემი მეუღლე ხშირად მეუბნება, ნებისმიერს შეგიძლია პირადული ყველაფერი აპატიოო. კარგი მაგალითი გამახსენდა, "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით არაკანონიერ ქმედებაში წვლილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც ჰქონდა, მაგრამ განცხადება არ გამიკეთებია, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი იყო ძალიან უკმაყოფილო. საკითხი თუ პირადულს ეხება, კი ბატონო, საერთო საქმეზე კი თვალს ვერ დავხუჭავ. რაც შეეხება ე.წ. კაბელების საქმეს, ალასანიამ და მისმა თანაგუნდელებმა ვერ აჩვენეს, რომ პროკურატურამ კანონი დაარღვია. მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ გუნდში. იმდენად უნდათ, მხარი დაუჭირონ ერთ პიროვნებას, რომ სახელმწიფო ავიწყდებათ. თვითონ რომ გაუჭირდებათ, მაშინ აღარ ვარგა პროკურატურა, ეს არის პოზიცია? კონკრეტულად აჩვენონ, სად ნახეს პროკურატურისგან კანონდარღვევა? ცდილობენ, პოლიტიკურად წაიყვანონ პროცესი. კეთილი ინებონ და პროკურატურას ხელი შეუწყონ. ისე, ალასანიას გუნდის წევრები ამ საკითხზე რატომ არ ითხოვენ პარლამენტში კომისიის შექმნას? მსგავსი განცხადებები მათგან არ მახსოვს, ჩაერთონ და ნახონ.

იგივე "რესპუბლიკელები", რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან. იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა."

იხილეთ სრულად