ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
 
სათითურას ანუ დიგიტალისს...
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
რამდენი ადამიანის მკვლელობა უკავშირდება ჟვანიას ბურუსით მოცულ დაღუპვას
რამდენი ადამიანის მკვლელობა უკავშირდება ჟვანიას ბურუსით მოცულ დაღუპვას "შესაძლოა, ეს თქვენი სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს"

ოპოზიციის ერთი ნაწილი უკვე კარგა ხანია ცდილობს "კვანძის გახსნას", რომელიც ცნობილ ან ნაკლებცნობილ პერსონათა  მოულოდნელ  და უცნაურ გარდაცვალებებს შორის უხილავ ჯაჭვს თვალხილულს გახდის. ე.წ. კვანძი კი სწორედ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენით შესაძლოა გაიხსნას.

ნუგზარ ნაჭყებია, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი:
"არ გამოვრიცხავ, ზურაბ სოსელიას გარდაცვალებაც ერთგვარად ზურაბ ჟვანიას ფაქტორთან ყოფილიყო დაკავშირებული. მას კონტროლის პალატის თავმჯდომარეობამ სიცოცხლე მოუსწრაფა. ფაქტობრივად, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მოკლე ხანში გარდაიცვალა. ჩემი ვარაუდით, მასზე უფრო დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა იმხანად, ვიდრე ჩემზე.
მე, როგორც  დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ოდეერები ბიძინა გიორგობიანის, თამარ ლებანიძისა და მიხეილ ჯანიკაშვილის წინააღმდეგ არასწორი აქტის დაწერას მავალებდნენ. მოგეხსენებათ, ეს პირები ზურაბ ჟვანიას "კადრებად" მოიაზრებოდნენ. რამდენადაც ვიცი, იგივე დაკვეთა გია ბარამიძის წინააღმდეგაც არსებობდა. ჩანს, უშიშროების სამსახურს მათი მეშვეობით  ზურაბ ჟვანიაზე გასვლა და მისი დანაშაულებრივ ქმედებებში მხილება უნდოდა. ჩემი ვარაუდით, ამ ამბებს შეეწირა ზურაბ სოსელია. თანამდებობაზე დანიშვნიდან უმოკლეს დროში გულის მძიმე შეტევა მოუვიდა, ისრაელში იმკურნალა, თუმცა იქიდან დაბრუნებული მალევე გარდაიცვალა ინსულტით".

KvirisPalitra.Ge"კვირის პალიტრისთვის" ერთი დღემდე გაუხმაურებელი დეტალიც გახდა ცნობილი, რაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას წინ უძღოდა. თურმე, პრემიერ-მინისტრი მოსალოდნელი  ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებული იყო!

გოგა ჟვანია: "იგი ან უნდა დაეჭირათ, რაც თავად ზურას სრულიად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ან უნდა მოეკლათ. ამის თაობაზე პირადად მეც და ზურასაც გამაფრთხილებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. უბრალოდ გვითხრეს, რომ ზურაბ ჟვანიას "მოიცილებდნენ" (სხვათა შორის, ამ ინფორმაციის მომწოდებლები დღესაც ცოცხლები არიან და იმედი მაქვს, მოვა დრო და ალაპარაკდებიან. ახლა კი მათი მხრიდან ეს უაზრობა იქნება).

ზურას "ჩამოცილება" ხელისუფლებისგან  თუ  რა ფორმით მოხდებოდა, ინფორმატორებს აღარ დაუზუსტებიათ.  დედაჩემი სულ კი გაიძახოდა, - ზურას მოკლავენო, მაგრამ მე ამის დაჯერება ძალიან მიჭირდა. ზურამ სიცოცხლის ბოლო დღეებში მაინც გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, რათა დარწმუნებულიყო, რამდენად რეალური იყო საფრთხე. მას ჩვენი "დიდი მეგობარი ქვეყნიდან" საქართველოს გარეთ დასაქმებაც შესთავაზეს. საერთოდ, მსგავს შეთავაზებებს მოქმედ პრემიერ-მინისტრებს არ აძლევენ, რაც თავის დროზეც უცნაურად გვეჩვენა. თუმცა, დედამ ზურას ურჩია, - თავი დაანებე პრემიერმინისტრობას, ცოლ-შვილთან ერთად საზღვარგარეთ წასვლაზე დათანხმდიო. ნეტავ, მართლაც ასე მოქცეულიყო, დღესაც ცოცხალი იქნებოდა".

არსებული მოსაზრებებით, ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელის,  ლევან სამხარაულის ბურუსით მოცული მკვლელობაც ზურაბ ჟვანიას საქმესთან არის დაკავშირებული. ოფიციალური ინფორმაციით კი ლევან სამხარაულს თანაკლასელმა დავით მჭედლიშვილმა შელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შინ დაბრუნებულმა კი თავი მოიკლა(!). კითხვას აჩენს ის გარემოება, რომ მჭედლიშვილმა "თვითმკვლელობა" ორ ადგილას, თავისა და გულის არეში გასროლით განახორციელა. ე.ი. გამოდის მან თავი ორი იარაღით მოიკლა(?!)... სხვანაირად წარმოუდგენელია ადამიანმა ჯერ თავში დაიხალოს სასიკვდილო ტყვია და შემდეგ გულშიც ისროლოს.

გოგა ჟვანია:
"თავიდანვე ძალზე საეჭვოდ მეჩვენა სამხარაულის მკვლელობა, ვინაიდან იგი თავიდან ბოლომდე უკავშირდებოდა ზურას გარდაცვალების მიზეზების დადგენის მიზნით  ჩატარებულ ექსპერტიზას. შეიძლება ითქვას, ყველაფერმა მის ხელში გაიარა. ფაქტია, ექსპერტიზამ ხელისუფლებისთვის მთლად სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, რომელიც გაამძაფრა გამოძიების ოფიციალურმა ვერსიამ. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ  წარმოადგინა მასალა, რომელიც ოფიციალურ ვერსიასთან თანხვედრაშიც არ იყო.

ყველაზე მთავარი აქედან ის გახლდათ, რომ ექსპერტიზამ ვერ მოახერხა ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუფოვის თითის ანაბეჭდების პოვნა ბინაში, სადაც ვითომდა პრემიერ-მინისტრი და  ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე გაზით გაიგუდნენ".

ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანში ოპოზიცია შეეცდება იმ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ პერსონათა უცნაურ  გარდაცვალებათა ფაქტების გახმაურებას, რომლებიც მათი აზრით, ზურაბ ჟვანიას  საქმეს უკავშირდებოდნენ. სავარაუდოდ, განხილული იქნება სოდ-ის  ერთ-ერთი ოფიცრის ავტოკატასტროფაში დაღუპვის ფაქტიც, რაც მის მიერ უშიშროებაში გასაიდუმლოებული ვიდეოკასეტის  შესახებ მოხსენების წარდგენას მოჰყვა.

შესაძლოა, სხვა არაერთი პერსონის ვინაობაც დასახელდეს ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით. 

"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, ამგვარ საკითხთა განხილვა ოპოზიციის "ეროვნულ კრებაზე" იგეგმება. თავის დროზე ამ თემებით ბადრი პატარკაციშვილი იყო დაინტერესებული, რომელმაც  მისივე ლიკვიდაციის შესახებ  ინფორმაციაც წინასწარ გაავრცელა, მოკლე ხანში კი გულის მოულოდნელი შეტევით მართლაც საეჭვო ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სატელევიზიო პროექტის "ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას" განხორციელებას სულ მცირე 370.000 დოლარი მაინც დასჭირდება.…მოგეხსენებათ, ზემოთ მოყვანილ ფაქტებზე ჩანაწერის გამოქვეყნება ამ პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს. თუმცა, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა, გოგა ჟვანია ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციის  პროექტის განხორცილებამდე გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

გოგა ჟვანია:
"შოუდ ნუ გადააქცევთ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ამიტომ თუ ვინმეს რაიმე ჩანაწერი ხელთა გაქვთ, კეთილი ინებეთ და  დროულად წარმოადგინეთ, ნუ დაელოდებით 370 ათასს. შესაძლოა, ეს  თქვენი სიცოცხლისთვის სახიფათოც აღმოჩნდეს".
Alex
10 მარტი 2010 16:04

არავისაც არ მოუკლავს რა.
aralco
03 მარტი 2010 07:46
ბარნაბა, რა მაგარი სახელი გავს!ბიბლიური ბარნაბას რა ნიჭები გცხია? მაგარი ბოღმა და დამი ხარ
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა

ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... 

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი.
KvirisPalitra.Ge ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.
KvirisPalitra.Ge მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია.
KvirisPalitra.Ge "ჩემი და ლევანის ურთიერთობა  პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
KvirisPalitra.Ge ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.
KvirisPalitra.Ge "არ დაუშვათ ლარსის გახსნა!"

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
KvirisPalitra.Ge რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ

რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
KvirisPalitra.Ge "თუ ამის საჭიროება იქნება,
მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო"


”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო”

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.
KvirisPalitra.Ge ”ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შვილები მათხოვრობისთვის იქნებიან განწირული”

ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...