"მხარეები შეავსებენ სამხედრო მარაგებს და შემდეგ რუსები მარიუპოლს მიადგებიან" - კვირის პალიტრა

"მხარეები შეავსებენ სამხედრო მარაგებს და შემდეგ რუსები მარიუპოლს მიადგებიან"

გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა საპარლამენტო ფრაქცია "ალიანსი-ახალი საქართველოსთვის" ყოფილმა თავმჯდომარემ, საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, პრეზიდენტ იუშჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა ირაკლი გოგავამ, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.  ირაკლი გოგავა ე.წ. მინსკის შეთანხმების თაოაბზე აცხადებს:

"მინსკის შეთანხმება არ სრულდება და არც შესრულდება. პუტინისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გაყინული კონფლიქტის არსებობა უკრაინის ტერიტორიაზე, რაც უკრაინის ნატო-ში წევრობის პრევენცია იქნება. ასევე პუტინი ცდილობს თავიდან აირიდოს დონბასის 6 მილიონიანი მოსახლეობის სოცილაური უზრუნველყოფა აჰკიდოს კიევს. ბოევიკებისთვის მნიშვნელოვანია მთვარი სატრანსპორტო მაგისტრალების კონტროლი: მარიუპოლის პორტი, დებალცევოს სარკინიგზო კვანძი, ლუგანსკი-დონეცკის ტრასა, დონეცკის და ლუგანსკის აეროპორტები. ვფიქრობ, რომ სეპრატისტები შეეცდებიან დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ადმინსტრაციული საზღვრებიდან განდევნონ უკრაინული არმია და ამაში მათ მოსკოვი დაეხმარება. დებალცევოს აღების შემდეგ უნდა ველოდოთ რამდენიმეკვირიან პაუზას, როდესაც მხარეები შეავსებენ სამხედრო მარაგებს, ცოცხალ ძალას და შემდეგ რუსები მარიუპოლს მიადგებიან, მარიუპოლის შემდეგ კრამატორსკის და სლავიანსკის ჯერი დადგება. აუცილებელია უფრო მკავრი სანქციების ამოქმედება რუსეთის წინააღმდეგ, თანაც ისეთი სანქციების, რომლის შედეგებს რუსეთის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იწვნევს: მაგალითად მორატორიუმი რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემისა ევროპაში და ანგლო-საქსურ ქვეყნებში."