ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი...
 
თმის ძირების გასამაგრებლად
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
უკრაინაში "ქართველი ტერორისტი” დააკავეს
უკრაინაში "ქართველი ტერორისტი” დააკავეს უკრაინის არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. როგორც ბერეზოვსკი ამბობს, ახლა მსოფლიო ფრონტის ხაზი უკრაინაში გადის. რატომ არის ასე მნიშვნელოვანი უკრაინა მსოფლიოსათვის, ეს ამერიკელმა სტრატეგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ერთხელ უკვე განმარტა, რუსეთი უკრაინის გარეშე იმპერია აღარ არისო.

პირველ ტურში ქართველი დამკვირვებლების გამო ატეხილი სკანდალი ჯერ არ განელებულა და რუსული მედიასაშუალებები უკრაინულ პოლიტიკაში ისევ ქართულ კვალზე ლაპარაკობენ. ამჯერად ბრალდება გაცილებით საგანგაშოა: გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, დააკავა მამაკაცი, რომელიც აფეთქების მოწყობას აპირებდა. სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ ტელეკომპანია "ინტერის" ეთერში განაცხადა, რომ დაკავებულია 1968 წელს დაბადებული ეთნიკური ქართველი, ვინმე გ.რ. მას უკრაინის პასპორტი, ელექტროდეტონატორიანი ტროტილი და იარაღი ჰქონდა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და კიევის პროკურატურა ადგენენ, როგორ აიღო საქართველოს მოქალაქემ უკრაინის პასპორტი, - აცხადებს "ინტერფაქსი".

ჩვენ გავეცანით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსებულ განცხადებას, სადაც დაკავებულის ქართველობასა და შეუმდგარი ტერაქტის ქართულ კვალზე არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი.

კიევში ახლა ძალზე დაძაბული ვითარებაა. პრეზიდენტობის კანდიდატ იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერი აქცია სოფიას მოედანზე გაიმართა, ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერები კი მიხაილის მოედანზე არიან შეკრებილი. ასე რომ, ორი პრეზიდენტობის კანდიდატის მომხრეთა თეთრი და ცისფერი კარვები ერთმანეთისგან არცთუ მოშორებით (150მ) არის დაცემული და პატარა პროვოკაციაც კი საკმარისია შეიარაღებული დაპირისპირების დასაწყებად.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა უკრაინაში საქართველოს საელჩოს, რომლის წარმომადგენელმა ასეთი რამ გვითხრა: - რა ხელი აქვს  კიევში დაკავებულ დამნაშავესთან საქართველოს? არც ის არის ცნობილი, ის მართლაც ქართველია თუ არა. მხოლოდ ის ვიცით, რომ აფხაზეთიდანაა. ამბობენ, ეს პირი კრიმინალური საქმიანობისთვის ადრეც ყოფილა ძებნილი.

- რატომ გააკეთა აქცენტი უკრაინელმა მინისტრმა მის ქართველობაზე?
- ტყუილია. ამას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. 

ეს აზრი ტელეკომპანია "ინტერმა" ოსტატურად მიაწოდა საზოგადოებას,  ნალივაიჩენკოს კი საქართველოს მოქალაქეობაზე და დამნაშავის ეთნიკურ წარმოშობაზე არც ულაპარაკია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ტელეარხ "ინტერის" ყველა მფლობელი და დირექტორატი რუსები არიან...

ჩვენ დავუკავშირდით სპეცსამსახურების ყოფილ მაღალჩინოსანს (მან ვინაობის გამხელა არ ისურვა) და შევეცადეთ მასთან ერთად გაგვეანალიზებინა სიტუაცია და ჩამოგვეყალიბებინა შესაძლო ვერსიები.

- უკრაინის არჩევნები მხოლოდ პირამიდის წვერია. სინამდვილეში ეს არის მსოფლიო გადანაწილების ახალი ეტაპი და ფარული ბრძოლის დასაწყისი, სადაც საქართველოს საკმაოდ დიდი ფუნქცია აკისრია. დიდი პოლიტიკური თამაშების დროს ისეთი დესანტის გადასხმა, სადაც გაშიფრული ზონდერები იყვნენ ჩანერგილი, ან დიდი შეცდომა იყო, ან საქართველოს ხელისუფლებაში მოკალათებული რუსეთის აგენტების შეგნებული პროვოკაცია.

ახლა რუსებისათვის მთავარი საფრთხე ნატოს გაფართოებაა. რუსები შეეცდებიან საქართველო-უკრაინის ალიანსი დაარღვიონ და ორი ქვეყანა ერთმანეთს წაჰკიდონ. ის, რაც არჩევნების პირველ ტურში მოხდა, ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო. ამაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა აშკარად ბევრი იმუშავეს. რუსებს სიურპრიზები მეორე ტურისთვისაც ექნებოდათ. კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეორე ტურამდე ყველა დამკვირვებელი უკან გამოიწვია. შესაძლოა, ეს საქართველოს ხელისუფლების ნებით არც მომხდარა და დასავლელმა პარტნიორებმა ურჩიეს რუსეთის პროვოკაციების მოსაგერიებლად. თორემ ჩვენი ხელისუფლება პირველი ტურის სკანდალურად დასრულების შემდეგ თავს იკლავდა, უკრაინაში ორჯერ მეტი დამკვირვებელი უნდა გავგზავნოო.

ახლა "ტერორისტი ქართველის" დაკავებას მივუბრუნდეთ: ჯერ ერთი, საკითხავია, მართლაც ქართველია თუ არა. რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა მხოლოდ მისი ინიციალები გაავრცელეს. მოგვიანებით კი დადგინდა, რომ თურმე ეს "ქართველი" აფხაზეთიდან ყოფილა, 25 წელია, უკრაინაში ცხოვრობს და უკრაინის მოქალაქეა. თუ ვინმეს ხელს აძლევს უკრაინაში არეულობა და ვითარების დაძაბვა, ეს რუსეთია. ის აშკარად ნერვიულობს, რადგან ვინც უნდა გახდეს უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის დასავლური კურსი არ შეიცვლება. ახლა მთავარი ამოცანა უკრაინაში მასობრივი არეულობა და ქვეყნის ჩიხში შეყვანაა.

რუსეთის პოლიტიკა ხომ ყველგან ერთნაირია: - არეულობა და ქაოსით თავისი პოზიციების გამყარება. "ქართველი ტერორისტის გამოცხობაც" სწორედ მისი გეგმის ნაწილია, რასაც მიზნად აქვს ქართველების ავტორიტეტის დამცრობა და მისთვის ისეთი პარტნიორის მტრად მოკიდება, როგორიც უკრაინაა. გამოუცდელმა სპეცსამსახურის აგენტმაც იცის, რომ ასეთ გლობალურ პოლიტიკაში ეთნიკური ელემენტის გათვალისწინება აუცილებელია.

ეს ამბავი საქართველოს სპეცსამსახურების მოწყობილი  რომ იყოს, დავალებაზე ქართველს არაფრით არ გაგზავნიდნენ. ეგეც არ იყოს, ტერორისტები ასე იოლად არ აჭერინებენ თავს სპეცსამსახურებს. თუ დაკავებული  პირი მართლაც ქართველია, ეჭვი არ არის, რუსებმა დაიქირავეს და დაავალეს ასაფეთქებლით სპეცსამსახურებს ჩავარდნოდა ხელთ. ამასობაში რუსეთის კონტროლირებადი მედიასაშუალებებიც "გამოიღებდნენ ხელს" და ანტიქართული ისტერიაც მზად იქნებოდა. ანტიქართული ისტერია კი დასავლურ კურსზე დარტყმას ნიშნავს. ის აჟიოტაჟი, რაც რუსულ მედიასა და რუსეთის დაფინანსებულ უკრაინულ ტელეარხზე ატყდა, სწორედ ამაზე მეტყველებს.
A.K.
13 თებერვალი 2010 18:31
gio

"დამადა ხარ თუ თამარა: შე რუსეთის მონავ-შენნაირმა ვაი ქართველებმა დაგვანებეთ თავი და ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქარტველოს-"


თქვენ რომ საქართველო "მიხედული გაქვთ" ისე უნდა: მიწები გაყიდული, ხალხი გამათხოვრებული, სასამართლო- უსამართლობის ბუჩქი, დასაქმება-ფეხებზე დაკიდებული, დემოგრაფია,-ფეხებზე დაკიდებული............
მიხედავთ, კი, როგორ არა.
კოკოითი თქვენს ცხვირწინ უცვლის სახელებს ქართულ სოფლებს, თქვენს ცხწვირწინ ცვლის "ძე-ზე" და "შვილ-ზე" დაბოლოებულ გვარებს ოსური დაბოლოებებით, თქვენ კი იმის მოლოდინში ხართ, მალე ჩამოვიდეს უცხოური როკ-ჯგუფი, რომ სიამოვნება მიიღოთ
ასე გესმით 'საქართველოს მიხედვა' არა?!
რა, ოსები დაფეთდებიან, არიქა როკ-ჯგუფია თბილისშიო და გამოქანდებიან, არა?
ვაი თქვენს პატრონს
machabeli
13 თებერვალი 2010 17:54
gio
08 თებერვალი 2010 13:49
"დამადა ხარ თუ თამარა: შე რუსეთის მონავ-"

მაგრად გაგიტევია აი
აზრის გამოთქმის უფლებას ართმევ "თამადას?"
ართმევ ერთია და რა მიმართვით ართმევ,-ეგ მეორე


"შენნაირმა ვაი ქართველებმა დაგვანებეთ თავი და ჩვენ მივხედავთ ჩვენ საქარტველოს-"


მუდამ ვკითხულობ მის კომენტარებს და მისი ნაწერებიდან 'ვაი ქართველი' კი არა, კარგი ქართველი ჩანს.
ვაკვირდები და მიშას მომხრეები მუდმივად კბენთ აქ მპოსტავებს მხოლოდ იმის გამო, რომ მათი აზრი არ ემთხვევა თქვენსას
ეს არასწორია
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა

ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... 

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი.
KvirisPalitra.Ge ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.
KvirisPalitra.Ge მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია.
KvirisPalitra.Ge "ჩემი და ლევანის ურთიერთობა  პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
KvirisPalitra.Ge ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.
KvirisPalitra.Ge "არ დაუშვათ ლარსის გახსნა!"

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
KvirisPalitra.Ge რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ

რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
KvirisPalitra.Ge "თუ ამის საჭიროება იქნება,
მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო"


”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო”

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.
KvirisPalitra.Ge ”ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შვილები მათხოვრობისთვის იქნებიან განწირული”

ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...