ვინ არის გოგონა, რომელიც ბორის ნემცოვს ახლდა და მკვლელმა ცოცხალი დატოვა - კვირის პალიტრა

ვინ არის გოგონა, რომელიც ბორის ნემცოვს ახლდა და მკვლელმა ცოცხალი დატოვა

რუსული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობისას მასთან ერთად იყო 23 წლის უკრაინელი მოდელი ანნა დურიტსკაია. შეგახსენებთ, ბორის ნემცოვი გუშინ ღამით მოსკოვის ცენტრში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნემცოვთან ერთად მყოფი გოგონა არ დაშავებულა.

"ლაიფნიუსის" ინფორმაციით, უკრაინელ მოდელთან რუს ოპოზიციონერს ახლო კავშირი ჰქონდა. როგორც თავად ანნა დურიტსკაია ამბობს, ის ნემცოვს თავიდან სავაჭრო ცენტრ "გუმში" ელოდებოდა, სადაც ისინი ვახშმობას გეგმავდნენ. დაახლოებით 23 საათისთვის წყვილი ქუჩაში ფეხით გამოვიდა და ვასილევსკის დაღმართისკენ გაემართა. რუსული მედიის ინფორმაციით, მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი სწორედ უკრაინელი მოდელია, რომელიც სამართალდამცავებმა დაკითხვაზე წაიყვანეს.

წაიკითხეთ ასევე:

მსოფლიო შოკირებულია ბორის ნემცოვის მკვლელობით

ბორის ნემცოვი მოკლეს - "პუტინის რეჟიმის პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს"