ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
 
სათითურას ანუ დიგიტალისს...
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
"სააკაშვილს უკვე ლენინივით ლექსებს უძღვნიან!"
"სააკაშვილს უკვე ლენინივით ლექსებს უძღვნიან!" "ერთსულოვნება რომ გვქონოდა, 9 აპრილის აქციები ამ შედეგით არ დასრულდებოდა"

"ტელევიზიებმა ბრიუსელი და ვაშინგტონი მოჭრეს და მარტო მოსკოვი დატოვეს"

"მართლა რომ მოეცა რუსეთს ოპოზიციისთვის ფული, სააკაშვილი დღეს პრეზიდენტი აღარ იქნებოდა"

"რუსეთი ელოდება, კიდევ რას მისცემს სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ"

"ხელისუფლება ისე კორუმპირებული არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს"



ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრისა და პოზიციათა გარკვევის პერიოდია. ქარს გატანებულმა საპროტესტო მუხტმა ხალხიც დაღალა და ოპოზიციასაც წაართვა შემართება.  ოპოზიციის შარშანდელ მარცხს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ე.წ. "ქალების გეგმის" ჩავარდნით ხსნის. რას გულისხმობდა გეგმა, რომელსაც შესაძლოა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა მოჰყოლოდა; მართალია, თუ არა ბენდუქიძე, როცა ამბობს, მთავრობიდან ნინო ბურჯანაძის გამო გამიშვესო და რისთვის აპირებს რუსეთში ჩასვლას ნინო ბურჯანაძე, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერთან ინტერვიუში შეიტყობთ:

- ქალბატონო ნინო, თქვენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგს შეხვდით. რაზე ისაუბრეთ მასთან?
- ბატონმა სტეინბერგმა გვითხრა, დღევანდელი ამერიკული ადმინისტრაციისათვის არ არის საკმარისი, ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი (ან ქვეყანა) ამერიკის მეგობარი იყოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები დემოკრატები იყვნენო. ვუთხარი, საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ დასავლეთის სიტყვას ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა აქვს, რომ  ჩარევით რაღაც სასიკეთოდ იცვლება. ხალხს ჰგონია, სააკაშვილს დასავლეთი უპირობოდ უჭერს მხარს, ამ აზრის კულტივირებას სააკაშვილიც უწყობს ხელს. რადგან დასავლეთის ჩარევის რეალური შედეგი არ ჩანს, საზოგადოებაში იმედგაცრუება იზრდება. ჩვენს მეგობრებს ვუთხარი, რომ სააკაშვილი არა მარტო ჩვენი  ქვეყნის, არამედ რეგიონული სტაბილურობის საფრთხეა.

- ოპოზიცია პრეზიდენტის იზოლაციაზე ლაპარაკობს, ამ დროს  სააკაშვილი ობამასთან შესახვედრად მიიწვიეს. მითი ყოფილა, რომ მას არავინ ელაპარაკება.
- ეს მიწვევა რომ არსებობდეს, გარწმუნებთ, ამას უსათუოდ ახსენებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე და იმასაც გვეტყოდა, რა თემებზე იქნებოდა ლაპარაკი სააკაშვილისა და ობამას შეხვედრაზე. სააკაშვილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონფერენციაზეა მიწვეული. ობამა სააკაშვილს მხოლოდ ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თუ მიიწვევს. ის არ გზავნის მოსაწვევებს კონფერენციაზე, რომელიც  ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას ეხება.  სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, უნდა წარმოაჩინოს,  რომ საქართველო ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი ქვეყანაა (ნეტავ მართლაც ასე იყოს), მაგრამ რეალობას ხომ უნდა გავუსწოროთ თვალი. როდესაც დავოსში ჩემს ვიზიტსა და სააკაშვილის იზოლაციაზე ვილაპარაკე, პრეზიდენტის პრესსპიკერმა ერთი საათის შემდეგ გამოაცხადა, პრეზიდენტს გადატვირთული გრაფიკი აქვს. ამიტომაც  დავოსსა და მიუნხენის კონფერენციაზე წასასვლელად ვერ იცლისო. სააკაშვილი ვერ იცლის იქ ჩასასვლელად, სადაც მსოფლიოს პრეზიდენტები იკრიბებიან და ციგურებზე სასრიალოდ იცლის?!

- ითქვა, რომ მოსკოვში აპირებთ წასვლას.
- სინამდვილეში განვაცხადე, თუკი საქართველოს დასჭირდება, ჩავალ მოსკოვშიც, ბრიუსელშიც და ვაშინგტონშიც-მეთქი, მაგრამ ტელევიზიებმა ბრიუსელი და ვაშინგტონი მოჭრეს. ისე, არც მოსკოვში ჩასვლაა პრობლემა. შეცდომა ის იყო, რომ ვფიქრობდით, მხოლოდ ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაგვეცვა ჩვენი პოზიცია, მოსკოვში კი სხვა დაიცავდა. საქართველოს ისეთი პრეზიდენტი და პოლიტიკოსები სჭირდება, რომელთაც ვაშინგტონშიც ჩაესვლებათ და მოსკოვშიც. საქართველოს პრესტიჟი ძალზე დაეცა ტალიავინის დასკვნის შემდეგ, რადგან გაირკვა, რომ სააკაშვილი ურცხვად ატყუებდა მსოფლიოს. ამ კომისიის მუშაობაზე 2 მლნ ევრო იმისთვის არ დახარჯულა, რომ არავის გაეთვალისწინებინა, რა წერია მასში. დავოსში აღშფოთდნენ, როცა საქართველოს ხელისუფლებამ ტალიავინის კომისიის გერმანელ წევრს "გაზპრომისაგან" ფულის აღება და რუსეთის აგენტობა დააბრალა. პირდაპირ თქვეს, გერმანია თავის წარმომადგენელზე ბრალდებებს უყურადღებოდ არ დატოვებსო.

- ახლახან მორიგი რუსული სქემა გახმიანდა: პრეზიდენტი - ნოღაიდელი, პრემიერი - მიხეილ ხუბუტია, პარლამენტის თავმჯდომარე - ნინო ბურჯანაძე, თავდაცვის მინისტრი - ბადრი ბიწაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი - სალომე ზურაბიშვილი.
-  საინტერესოა, ამ სქემებს საიდან იგებენ. რუსეთის ხელისუფალთა კაბინეტებში გამომცხვარი გეგმები ასე უცებ თუ ხვდება აქაურ მაღალჩინოსანთა მაგიდებზე, რატომ 2008 წლის აგვისტოშიც ასევე არ მოხდა? პუტინი რომ დააცემინებს, თუკი ისიც იციან თბილისში,  ის რატომ ვეღარ გაიგეს, რომ საქართველოში აპირებდა შემოჭრას? თუკი რუსეთის #1 აგენტი ვარ, ასე რატომ ჩამომალაბორანტეს? ხომ ამბობს ხელისუფლება, რომ რუსეთიდან ფულს ვიღებ და სამშობლოს ვღალატობ, ჩატარდეს სასამართლო, რომელსაც უკვე 7 თვეა ველოდები.

- ოპოზიცია გაცილებით ერთსულოვანი ჩანდა აპრილის აქციებზე. ხალხი ოპოზიციის ერთიანობას ახლაც ითხოვს.

- ერთსულოვანი მხოლოდ იმაში ვიყავით, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, განსხვავებული აზრი გვქონდა იმაზე, თუ როდის და როგორ შეცვლილიყო. ამის პარალელურად ზოგი ხელისუფლებასთან დიალოგზე გარბოდა და ზოგიც აცხადებდა, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. ერთსულოვნება რომ გვქონოდა, 9 აპრილის აქციები ამ შედეგით არ დასრულდებოდა. ოპოზიციიდან ინფორმაცია ნაკადად გადიოდა, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ოფისი და ყველა ლიდერის ტელეფონი ისმინებოდა. ყველაზე დიდი შეცდომა იყო ადგილობრივ არჩევნებზე დათანხმება აგვისტოში, როდესაც შემოდგომაზე აქციები იყო დაგეგმილი.

ამან ჩაკლა შემოდგომაზე საპროტესტო მუხტი. როგორც კი აქციები დასრულდა, ხალხის დაპატიმრება დაიწყო,  ოპოზიციის რიგითი წევრებიც კი  გააკოტრეს. ზოგმა სახლი გაყიდა და ზოგმაც  მანქანა, რომ ეარსებათ. არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული საარჩევნო გარემოა. მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის გამოკითხვას კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით ატარებს.

არის ბრძანება, რომ ყველა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" არ უჭერს მხარს, დაფიქსირდეს ერთიან სიაში, რომელიც კუდ-ს გადაეცემა. პოლიცია რომ ჩამოივლის და ხალხს ეტყვის, სამსახურიდან ყველას გამოვაგდებთ, ვინც უგულავას არ აირჩევსო, რომელ სამართლიან არჩევნებზეა ლაპარაკი? რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნები, თორემ არ არის გამორიცხული, საქართველო კიდევ ერთ ომში ჩაითრიონ და  კიდევ დავკარგოთ ტერიტორია.

ამას წინათ ტელეგადაცემაში ვნახე, როგორ კითხულობდა გოგონა სააკაშვილზე დაწერილ ლექსს და მადლობას უხდიდა, რომ მთელი საქართველოც ოკუპირებული არ არის. სააკაშვილს უკვე ლენინივით ლექსებს უძღვნიან! თუ ასე გაგრძელდა, ეს თაობა დაიკარგება.

სააკაშვილს თანამდებობა აქვს დიდი, თორემ ძალიან პატარა კაცია. მას ისეთი რამის კადრება შეუძლია, ამაზე ლაპარაკიც კი ღირსებას მილახავს. სააკაშვილი სულსწრაფი, მეწვრილმანე კაცია. ასეთი პრეზიდენტი რუსეთისთვის საჩუქარია. მას ნამდვილად არ აძლევს ხელს ოპოზიციის მიერ გაშვებული სააკაშვილი. მართლა რომ მოეცა რუსეთს ოპოზიციისთვის ფული, სააკაშვილი დღეს პრეზიდენტი აღარ იქნებოდა. რუსეთი ელოდება, კიდევ რას მისცემს სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენის სანაცვლოდ.

საქართველოში ყველა ბიზნესს სააკაშვილის ხალხი აკონტროლებს. ხელისუფლება ისე კორუმპირებული არასოდეს ყოფილა,  როგორც დღეს. 

- კონკრეტულად, რა ბიზნესი აქვს სააკაშვილს?
- სასტუმროების, სადაც ბიუჯეტის ფულს ათეთრებენ. იცით, ვინ არის საწვავის ბიზნესში და რატომ არ იკლებს მისი ფასი, ვინ არის მშენებლობისა და გზების  ბიზნესში?

- ამას წინათ ბენდუქიძემ განაცხადა, ნინო ბურჯანაძის ბრალია  ხელისუფლებიდან ჩემი და ლომაიას გაშვებაო. რის გამო მოითხოვეთ მათი გათავისუფლება?
- ბენდუქიძე აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს. ეს მოთხოვნა მართლაც დავაყენე პრეზიდენტთან, მაგრამ ის ძალიან გვიან დაკმაყოფილდა. ჩემი მოთხოვნა არ გულისხმობდა, რომ ლომაია გაეროში ელჩად გაეშვათ. ასევე მოვითხოვე ბეგაშვილის გათავისუფლებაც 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ. პრეზიდენტს ვუთხარი, ეს კაცი რაც შეიძლება შორს წაიყვანე ხელისუფლებიდან-მეთქი, მაგრამ მისი ჩინეთში ელჩად დანიშვნა ნამდვილად არ მიგულისხმია.

ლომაიასა და ბენდუქიძის გათავისუფლება მათი საქმიანობის გამო მოვითხოვე.  განათლების რეფორმას სააკაშვილმა "იდიოტების განხორციელებული"  უწოდა, არადა ამ რეფორმაში სწორედ სააკაშვილის ნებით დაიხარჯა 60 მლნ. ამ თანხის არასწორი ხარჯვის თაობაზე კონტროლის პალატამ მასალები გადაგზავნა პროკურატურაში, მაგრამ საქმე გაიყინა. ბენდუქიძის გათავისუფლებას ვითხოვდი იმ უმსგავსობების გამო, რაც ჩაიდინა. სხვებს ეძახდა რუსეთის აგენტებს მაშინ, როცა ეკონომიკური ბერკეტები სრულად რუსეთს გადასცა.

-  მინდა გკითხოთ ე.წ. ქალების გეგმაზე, რომელიც 26 მაისს არ განხორციელდა. რას გულისხმობდა ეს გეგმა?
- ამ გეგმას მხოლოდ მე, ქალბატონი სალომე და ეკა ბესელია ვუჭერდით მხარს. 26 მაისს, გამთენიის 3 საათზე, მივედი ქალბატონ სალომესთან იმის სათქმელად, რომ იყო საშიშროება, ჩვენი მხარდამჭერები რთულ მდგომარეობაში ჩაგვეყენებინა. ამ გეგმას შეეძლო პოზიტიური შედეგის მოტანა. ის ნამდვილად არ გულისხმობდა სამებაში ხალხის წაყვანას. სამწუხაროდ, მხარდაჭერის მოპოვება ვერ შევძელით. ეს იყო მწვავე გეგმა, მაგრამ ჯდებოდა კონსტიტუციურ ფარგლებში.

დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან შესაძლოა მომავალში დაგვჭირდეს. მამაკაცებიდან ზოგს სიტუაციის გამწვავების ეშინოდა, ზოგს პასუხისმგებლობის აღების, ზოგსაც სჯეროდა, რომ პატრიარქი გამოვიდოდა და ხელისუფლების გადაყენებას მოითხოვდა. მომავალში ასეთი რამისგან რომ დაცული ვიყოთ, ერთად ის ძალები უნდა დავდგეთ, ვისაც ერთნაირი ხედვა გვაქვს. 

როდესაც ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში ჩაითრია სააკაშვილმა, დიდი გაუგებრობა შემოიტანა ჩვენს რიგებში. ხალხის მადლობელი ვართ, რომ გვერდით დაგვიდგა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ როდესაც 200 ათასი კაცი ქუჩაში იდგა, 1 მილიონი ამას  ტელევიზორით უყურებდა და გაიძახოდა, მიდით, ბიჭებოო! სხვას კი არ უნდა შევუძახოთ, 1 მილიონი კაცი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ერთი ტყვია არ გავარდება, ერთი მინა არ გატყდება, ისე კუდამოძუებული გაიქცევა ხელისუფლება.
lali
19 თებერვალი 2010 10:09
მაჩაბელო ხომ არ გაჟრიალებს??? მე შუქი და გაზი და არც მიშა საერთოდ არ მიხსენებია!!! და მინდა გითხრა არც მიკვირს.

მე არავის არც ვაფანატებ და არც ვლანძღავ, საერთოდ პოლარიზაციის წინააღმდეგი ვარ.

სხვათა შორის ძალიან კარგად ვისვრი ნებისმიიერ იარაღს :)
რატომ ილანძღებით? სხვაგვარად არ გძალუძთ? :))
machabeli
18 თებერვალი 2010 01:47
lali
15 თებერვალი 2010 08:20
"მაჩაბელს საერთოდ გაკვეთილი შეეშალა, რა შუაშია სინათლე და გაზი???? "

ჩემთვის სინათლე და გაზი შუაში არაა რადგან 21-ე საუკუნეა ბოლოსდაბოლოს და ამის დაყვედრება არის სრული მარაზმი.
აი შენთვის კი სინათლე და გაზი შუაშიც არის, თავშიც და ბოლოშიც
ამის გამო ადიდებ "მძლეთამძლეს და გმირთაგმირს"
ამით ისე აღფრთოვანებულხარ, რომ მზად ხარ ათასობით ჩადენილ დანაშაულზე "მიშა მაგარია" შეუჩერებლად იმღერო.
აქედან დასკვნა: ჩამოყალიბებული მონა ხარ და შენი სიტყვები შენ უფრო შეგეფერება


"რა იყო მოგვხდათ გულის სიღრმეში? :))))) ამოიცანით საკუთარი თავები მონებში????? "
რა ცოდოა ეს დედაკაცი
მომხვდა, თორემ შენც ისეთი მსროლელი ხარ, მიზანს არ აცდენ
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა

ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... 

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი.
KvirisPalitra.Ge ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.
KvirisPalitra.Ge მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია.
KvirisPalitra.Ge "ჩემი და ლევანის ურთიერთობა  პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
KvirisPalitra.Ge ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.
KvirisPalitra.Ge "არ დაუშვათ ლარსის გახსნა!"

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
KvirisPalitra.Ge რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ

რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
KvirisPalitra.Ge "თუ ამის საჭიროება იქნება,
მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო"


”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო”

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.
KvirisPalitra.Ge ”ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შვილები მათხოვრობისთვის იქნებიან განწირული”

ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...