ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი...
 
თმის ძირების გასამაგრებლად
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
"ზურამ სასაფლაოზე მაინც გაგვაერთიანა"
"ზურამ სასაფლაოზე მაინც გაგვაერთიანა" "უგულავა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენელია და არა საქართველოსი"(?!)

3 თებერვალს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 5 წელი შესრულდა. პრემიერის საფლავზე მისი მეგობრების ერთი ნაწილი (ძირითადად, ხელისუფლებაში მყოფნი) ოჯახის მოსვლამდე მივიდა. ოპოზიციაში გადასულმა ჟვანიას თანაგუნდელებმა კი მის ოჯახთან ერთად გაიხსენეს პრემიერი, რომლის გარდაცვალების გარემოებები დღესაც ბურუსით არის მოცული. მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლებს თანამდებობებიც აქვთ და გავლენაც,  მეგობრის გარდაცვალების საიდუმლოს ფარდა მაინც ვერ ახადეს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე თევდორაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:

- ეჰ... (ოხრავს) ზურაბის საფლავთან განწყობაც იმ დღის შესაბამისი, სამგლოვიარო მქონდა. 3 თებერვალს, მისი გარდაცვალების დღეს, განსაკუთრებით მტკივნეულად მახსენდება ის დღეები, ზურაბთან ერთად რომ გავატარე. იცით, ისეთი განცდა მაქვს, რომ ზურა ისევ ცოცხალია. 

- ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ოჯახსაც ბევრი კითხვა აქვს.
- დავიღალე ამაზე ლაპარაკით. საზოგადოებამ და ჩვენ, ზურას მეგობრებმა, გაცილებით ნაკლები ვიცით მისი სიკვდილის გარემოებებზე, ვიდრე მისმა ოჯახმა. მთავარია, ოჯახმა მიიღოს პასუხი, რომელსაც ამდენი ხანია ელოდება. მეუღლემ, დედამ, ძმამ და რაც მთავარია, შვილებმა უნდა გაიგონ სიმართლე.

- ზურაბ ჟვანიას მეგობრები ორი ბანაკივით იყავით მის საფლავთან. ალბათ, იმის გამო, რომ ზოგი ხელისუფლებაში ხართ, ზოგიც - ოპოზიციაშია.
- ზურამ იმ დღეს სასაფლაოზე მაინც გაგვაერთიანა. ჩვენ ხომ მისი გუნდის წევრები ვიყავით. მოვიდა ნინო ბურჯანაძეც, ხაინდრავაც და ნოღაიდელიც. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება გვაქვს, ყველას მივესალმე.

- მინდა ზურაბ ნოღაიდელის ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე გკითხოთ...
- ზურაბ ნოღაიდელის არც ერთ ნაბიჯს არ შევაფასებ. ნოღაიდელი გუშინდელი ბავშვი არ არის და მისი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯს გადადგამს. თუმც გეტყვით, ზურაბ ნოღაიდელის შეხედულებებს რომ ვიზიარებდე, მასთან ვიქნებოდი.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ რუსეთთან ოპოზიციის მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდეს?
- რუსეთთან მოლაპარაკება მათ უნდა გამართონ, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. შედეგის მომტანი მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების დიალოგი იქნება, ოპოზიციის შეხვედრებს რუსეთის ხელისუფლების პირველ პირებთან კი არც ვიცი, რა ვუწოდო.

- ჟურნალ "ნიუზვიკთან" ინტერვიუში გაკეთებულ უგულავას განცხადებაზე რას ფიქრობთ?

- ასეთი აზრი ხელისუფლებაში არ განიხილება. ჩვენი გზა ნატოსკენ მიდის.

- უგულავაც ხელისუფლების წარმომადგენელია და მის განცხადებას რით ახნით?
- უგულავა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენელია და არა საქართველოსი(!). რას ფიქრობს უგულავა, მას ჰკითხეთ. მე ის ვიცი, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საითაც არის მიმართული.
Alex
12 თებერვალი 2010 17:15
რაც მართალი მართალია, უსაყვარლესი ადამიანია. ელიჩკა გვიყვარხაააააააააააარ!
kaxa oqriashvili
10 თებერვალი 2010 18:47
სწორედ ეს "საყვარელი ქალბატონი ელიჩკას"
ვაჟი თევდორაძე კინაღამ დაიჭირა მიშამ აეროპორტის კორუფციის გამო.ხოლო თვითონ პარლამენტჭში პირდაპირ ფულს აკეთებდა შეწყალების კომისიაში.ახლა ეს კორუმპირებული ქალბატონი სადღაც კონფლიქტების დარეგულირების ორგანიზაციაში მოაფარეს თვალს:(((
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა

ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... 

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი.
KvirisPalitra.Ge ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.
KvirisPalitra.Ge მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია.
KvirisPalitra.Ge "ჩემი და ლევანის ურთიერთობა  პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
KvirisPalitra.Ge ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.
KvirisPalitra.Ge "არ დაუშვათ ლარსის გახსნა!"

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
KvirisPalitra.Ge რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ

რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
KvirisPalitra.Ge "თუ ამის საჭიროება იქნება,
მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო"


”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო”

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.
KvirisPalitra.Ge ”ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შვილები მათხოვრობისთვის იქნებიან განწირული”

ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...