ბიძინას მილიარდები - კვირის პალიტრა

ბიძინას მილიარდები

"ფორბსმა" 2015 წლის მილიარდერების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი 291-ე ადგილს იკავებს.

"ფორბსის" ცნობით, ივანიშვილი საქართველოში კვლავაც ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომელმაც თავისი ბიზნესი რუსეთში განავითარა, 2003 წელს კი სამშობლოში დაბრუნდა. მოკლე მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომლის რეზიდენციაც თბილისის თავზე 108,000 კვადრატული მეტრ ტერიტორიაზეა გაშენებული, რომ მან 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა, თუმცა 13 თვის შემდეგ მან თანამდებობა დატოვა...

"ფორბსი" წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს მილიარდ დოლარად შეფასებულ ხელოვნების ნიმუშებს, მათ შორის პიკასოს "დორა მარი კატასთან ერთად", რომელიც ქართველმა მილიარდერმა "სოტბის" აუქციონზე 2006 წელს 95 მილიონ დოლარად შეიძინა.

"ფორბსის" რეიტინგების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი გასულ წელს მსოფლიოში მილიარდერებს შორის 270-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება შარშანაც 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2013 წელს 5,3 მილიარდი დოლარით იგი 229-ე ადგილს, 2012 წელს კი 6,4 მილიარდი დოლარით 153-ე ადგილს იკავებდა.

2015 წლის რეიტინგის მიხედვით, პირველ სამ ადგილს "მაიქროსოფთის" მფლობელი ბილ გეითსი, მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმ ელუ და ამერიკელი ლორენ ბაფეთი იკავებენ.

"ინტერპრესნიუსის" მიხედვით