პუტინის 59%-იანი მხარდაჭერა - კვირის პალიტრა

პუტინის 59%-იანი მხარდაჭერა

მომავალ კვირას რუსეთში სპარეზდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამარჯვებას ვლადიმერ პუტინი პირველივე ტურში მოიპოვებდა.

ამაზე მეტყველებს იმ გამოკითხვის შედეგები, რომელიც "ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა. კითხვაზე, არჩევნები უახლოეს კვირას რომ იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 59%-მა ვლადიმერ პუტინი დაასახელა, კომუნისტრური პარტიის ლიდერის გენადი ზუგანოვის მხარდამჭერი აღმოჩნდა 7%, 5% კი მხარს უჭერს ვლადიმერ ჟირინოვსკის კანდიდატურას. სამი წლის შემდეგ პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ პუტინის ხელახლა არჩევა ისურვა გამოკითხულთა 57%-მა. გამოკითხვა 20-დან 23 თებერვლის პერიოდში ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღო 46 რეგიონის 134 დასახლებული პუნქტის 1, 6 ათასმა მცხოვრებმა. 2-პროცენტიანი მხარდაჭერაც ვერ მიიღეს სერგეი სმირნოვმა, ალექსეი ნავალნიმ და მიხაილ პროხოროვმა. როგორც გამოკითხვის ორგანზატორები ამბობენ, მიღებული შედეგების ცდომილება არ აღემატება 3,4%-ს.

წყარო