ნატო-ს მაღალჩინოსანი ბორის ნემცოვის მკვლელობის მოტივს ასახელებს - კვირის პალიტრა

ნატო-ს მაღალჩინოსანი ბორის ნემცოვის მკვლელობის მოტივს ასახელებს

პრეზიდენტ პუტინის მიზანს უკრაინის დასუსტება და რუსეთში ალტერნატიული აზრის ჩახშობა წარმოადგენს. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მთავრობა თანდათან უფრო უძლური ხდება დაუმალოს საზოგადოებას ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი რუსი სამხედრო დაიღუპა.

"რუსი ოპოზიციონერი, ბორის ნემცოვი უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოკლეს." - "როიტერის" ცნობით, ეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ, რიგაში გამართულ კონფერენციაზე, განაცხადა. მისივე თქმით, რუსი ოპოზიციონერი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა.

"ჩვენ ვიცით, რომ ბორის ნემცოვი დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი და უკრაინის კონფლიქტში რუსეთის ჩართულობის მოწინააღმდეგე იყო. მას რუსული პროპაგანდის მიხედვით, მოღალატეს უწოდებდნენ." - განაცხადა ვერშბოუმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიზანს უკრაინის დასუსტება და რუსეთში ალტერნატიული აზრის ჩახშობა წარმოადგენს. თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მთავრობა თანდათან უფრო უძლური ხდება დაუმალოს საზოგადოებას ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში უამრავი რუსი სამხედრო დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"