ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
 
სათითურას ანუ დიგიტალისს...
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
ბაქრაძის "ბუკიკიოები"
ბაქრაძის "ბუკიკიოები" საინტერესო ამბავი მოხდა წინა კვირაში. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჟანი ბუკიკიო ჩამოვიდა და კონსტიტუცია "ტალახში ამოგვისვარა". არაფრად ვარგაო, გვითხრა. ეს ბატონ ბუკიკიოს რომ არ ეთქვა, ისე არ ვიცოდით? როგორ არა, ექვსი წელია უკვე ამ კონსტიტუციას აკრიტიკებენ ქართველი ექსპერტები, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, მაგრამ აი, ბუკიკიომ რომ თქვა, სულ სხვა საქმეა!

თუმცა ახლა ნათქვამს რა ფასი აქვს? ამ კონსტიტუციას ისედაც ცვლის ხელისუფლება. ჰოდა, ბუკიკიოს ნათქვამზე დიდად არც უნერვიულიათ, ხომ ხედავთ, ჩვენ თვითონ ვცვლითო, მაგრამ ექვსი წელი ცუდი კონსტიტუციით რომ გვაცხოვრეს, ეგ არაფერი? როგორც ჩანს, - არაფერი! ცოტა ადრე რომ ჩამობრძანებულიყო ბატონი ბუკიკიო და იგივე ეთქვა ხმამაღლა, რა დაშავდებოდა? ალბათ, სწორედ დროის ზუსტად შერჩევისთვის დააჯილდოვა სააკაშვილმა ბუკიკიო ოქროს საწმისის ორდენით.

აბა, ბატონი ბუკიკიოს სხვა დამსახურების შესახებ ქართველი ერის წინაშე მე არაფერი გამიგია. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადება იყო. ბუკიკიომ მთელი დღის განმავლობაში ქართული კონსტიტუცია ხომ აკრიტიკა, შემდეგ კრიტიკა არც მანიფესტაციების შესახებ კანონს დააკლო, ბაქრაძე კიდევ გამოვიდა და განაცხადა, ბუკიკიომ მითხრა, თქვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებაო! ახლა რომ ვთქვათ, ბაქრაძეს ჩვენი მოტყუება უნდოდაო, არ გამოვა. ბუკიკიომ ყველა თავისი განცხადება საჯაროდ გააკეთა. აბა, რა მიზანს ემსახურებოდა ბაქრაძის ეს სიტყვები? რაციონალური ახსნის მოძებნა მიჭირს. ბოლო დროს ბაქრაძის არა მარტო განცხადებების, ფუნქციის გაგებაც სულ უფრო ჭირს.

პატრიოტული აღზრდა
წინა კვირას ერთ-ერთ სკოლაში გამოსვლისას პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის იდეას და იმათ, ვინც ამ იდეას ეწინააღმდეგება, დაცინვით "ე.წ. ლიბერალები" უწოდა. მეც მინდა ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივუბრუნდე და დავსვა კითხვა: - რატომ გახდა საჭირო სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღება? რაში დასჭირდა ეს ხელისუფლებას? თუ ჩვენ სააკაშვილის ბოლოდროინდელ გამოსვლებს გავიხსენებთ, ერთ ტენდენციას აღმოვაჩენთ: იგი მიზანმიმართულად ამახვილებს ჩვენს ყურადღებას სამშობლოს იარაღით დაცვის აუცილებლობაზე.

გაიხსენეთ გვარდიის შენობის გახსნისას მისი განცხადება იმის შესახებ, რომ სამშობლო მარტო ჯარისკაცების დასაცავი არ არის და რომ იგი ყველამ (მათ შორის ქალებმაც) უნდა დავიცვათ. შემდეგ ახალი წლის მოსალოც სიტყვაშიც კი გვერდი ვერ აუარა პრეზიდენტმა ომის თემას და განაცხადა, რომ ქართველს ერთ ხელში თოხი უნდა ეჭიროს, მეორეში - თოფი. ყველაფერი ეს და სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების დანერგვა ერთი პოლიტიკის ნაწილი მგონია; პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ქართველებში მეომრული სულის გაღვიძებას ისახავს. რატომ გახდა ეს საჭირო?

აგვისტოს ომმა ბევრ სხვა უარყოფით მოვლენასთან ერთად ერთი პრობლემაც ნათლად წარმოაჩინა: ქართველი ხალხი ომისთვის მზად საერთოდ არ აღმოჩნდა. ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი იმ დღეებში ცხოვრობდა ერთი ნატვრით - ოღონდ ომი დამთავრდეს, ოღონდ მშვიდობა იყოს... ბევრი ქართველისთვის მაშინ მთავარი იყო მშვიდობა და რას მოგვიტანდა ეს მშვიდობა,  ტერიტორიების დაკარგვას თუ საერთოდ სამშობლოს დაკარგვას, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა მათთვის აღარ ჰქონდა. იმ დღეებში სწორედ კონფლიქტის ზონაში ვმუშაობდი, ჯერ გორში, შემდეგ კი ოკუპირებულ სამეგრელოში და ვერ ვნახე ვერც ერთი კაცი, ვინც იტყოდა, - რად მინდა ასეთი მშვიდობა, თუ ყველაფერს წაგვართმევენ, ვიბრძოლოთ ბოლომდე! თუმცა საკითხავია, აღზრდის კი ქართული სკოლა ქართველთა შორის მეომრულ სულს?

ავღანეთი თუ ისრაელი?
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ახალგაზრდა თაობაში მეომრული სულის აღზრდას უკავშირდება, ასეთია: - მეომრული სულის აღზრდა კარგია; ყველა ქართველში იმ შეგნების გაღვივება, რომ სამშობლო ყველას დასაცავია, კარგია! მაგრამ სადამდე მივდივართ - ავღანიზაციამდე, სადაც ყველა ბავშვი ავტომატთან ერთად იზრდება? ანუ, ხომ არ შეიძლება ისე მოხდეს, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ ომის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია. ხომ არ დავდგებით ასეთი არჩევანის წინაშე: ან რუსეთის მონობა, ან მუდმივი ბრძოლა? და თუ ასეთი არჩევანის წინაშე დავდგებით, რას აირჩევს ქართველი ხალხი?

სავსებით შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლების ახალი სტრატეგია ჩვენს ავღანიზაციას არა, მაგრამ ისრაელის ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას გულისხმობდეს, სადაც ქალებიც კი ჯარში მიდიან. ისრაელი ჩამოყალიბების შემდეგ მუდმივ ომში იმყოფება. ფაქტობრივად, ჩვენც მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ომი გვაქვს რუსეთთან და არავინ იცის, ეს როდემდე გაგრძელდება. მუდმივი ომი შეიძლება ჩვენ სულაც არ გვინდოდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ვიდრე რუსეთი იმპერიალისტურ ზრახვებს არ დათმობს, ჩვენ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება:

ან დამორჩილება, ან ბრძოლა! დღეს ქართული პოლიტიკის მთავარი წყალგამყოფი ხაზი სწორედ ამ კითხვაზე გადის. პოლიტიკური სპექტრი ნელ-ნელა გაიყო ბრძოლისა და დამორჩილების მომხრეებად. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, სულაც არ ვიქნებოდი ბრძოლის წინააღმდეგი. თუ ისრაელს შეუძლია მუდმივად ბრძოლაში იყოს და პარალელურად განვითარდეს, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ? და თუ ხელისუფლება ამ გზაზე ფიქრობს, ამ საკითხში დავეთანხმებოდი, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან მომენტსაც შევახსენებდი:

ისრაელისთვის მუდმივი ომის პირობებში ცხოვრებას ხელი არ შეუშლია სუპერდემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებულიყო; სახელმწიფოდ, სადაც გენერალურ პროკურორს შეუძლია საქმე აღძრას ქვეყნის პირველი პირების მიმართ. ჩვენი ხელისუფლება კი სულ იმას გვიკიჟინებს, ომში ვართ და დემოკრატიულ ინსტიტუტებს ჯერ ამიტომ ვერ ვავითარებთო(?!). თუ მილიტარისტული პოლიტიკის კუთხით მივბაძავთ ისრაელს, მაშინ კეთილი ვინებოთ და დემოკრატიის განვითარების კუთხითაც მივბაძოთ. ისრაელი გვაჩვენებს, რომ ომში ყოფნა და დემოკრატიის განვითარება ერთმანეთს ხელს არ უშლის. სხვა შემთხვევაში ორი გზა დაგვრჩება: ან რუსეთის გუბერნიობა, ან ავღანიზაცია.
iri
12 თებერვალი 2010 13:05
მერაბ, ყოველთვის ძალიან საინტერესო სტატიები გაქვთ :)
machabeli
11 თებერვალი 2010 16:43
"ოკუპანტები ქართულ სოფლებს სახელებს უცვლიან
11.02.10 11:56
ახალგორს, თამარაშენს, ქურთას, კეხვს, აჩაბეთს და კიდევ 200-ზე მეტ ქართულ სოფელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოსი სეპარატისტები და რუსი ოკუპანტები სახელებს შეუცვლიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მიიღო.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც ქართული დასახელებების გადარქმევას ითვალისწინებს.
ამას გარდა, სეპარატისტები ქართული კვალის წასაშლელად ქართული გვარების შეცვლასას აპირებენ. ე.წ. დეგრუზინიზაციის შესახებ კანონპროექტის თანახმად შვილ-სა და ძე-ზე დამთავრებულ გვარებს სხვა დაბოლოებები ექნება."



აი, ეს უხარია მიშას სპიკერს და ღიმილს იმიტომ არ იცილებს სახიდან.
ვაი საქართველო, ტლუ კოკოითისგან დაბრიყვებულო, მოღალატე მთავრობის ხელში
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა

ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... 

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი.
KvirisPalitra.Ge ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.
KvirisPalitra.Ge მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია.
KvirisPalitra.Ge "ჩემი და ლევანის ურთიერთობა  პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
KvirisPalitra.Ge ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.
KvirisPalitra.Ge "არ დაუშვათ ლარსის გახსნა!"

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
KvirisPalitra.Ge რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ

რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
KvirisPalitra.Ge "თუ ამის საჭიროება იქნება,
მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო"


”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო”

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.
KvirisPalitra.Ge ”ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შვილები მათხოვრობისთვის იქნებიან განწირული”

ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...