ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
 
სათითურას ანუ დიგიტალისს...
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
"კიტოვანმაც და გიორგაძემაც გამსახურდიას მკვლელის ვინაობა იციან"
"კიტოვანმაც და გიორგაძემაც გამსახურდიას მკვლელის ვინაობა იციან" 1993 წლის ბოლოს სოფელ მუჟავაში ვინმე ბეჟან წურწუმიას ოჯახში საიდუმლო სერობა გაიმართა. შეკრების მიზეზი და მთავარი კითხვა იყო, ვინ ემხრობოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ლიკვიდაციას. შეკრების მონაწილეთა უმეტესობამ თანხმობის ნიშნად ხელი ასწია. იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტს განაჩენი გამოუტანეს. სამეგრელოს ტყეებში ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების დევნის ფინალი ხიბულაში გავარდნილი ტყვია (უფრო ზუსტად, ტყვიები) იყო. დღემდე დაუდგენელია, რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან საქართველოს პარლამენტის იმ კომისიის წევრები დაბრუნდნენ, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს იკვლევს. კომისიის  წევრმა ბეჟან ხურციძემ თენგიზ კიტოვანისა და იგორ გიორგაძის საუბრების ჩანაწერები ჩამოიტანა. 

KvirisPalitra.Ge- იყვნენ სკეპტიკოსები, რომლებიც მოსკოვში გამგზავრებამდე გვეუბნებოდნენ, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები თქვენთან საუბარს არ ინდომებენო, მაგრამ პირიქით მოხდა - მოსკოვში ჩასვლისთანავე დაგვირეკეს კიტოვანმა და გიორგაძემ.

პირველად კიტოვანი შეგვხვდა სასტუმრო "კარლსონში". შეხვედრა გადაღებული და ჩაწერილია, ასევე გადავიღეთ რამდენიმე დღის შემდეგ იგორ გიორგაძესთან შეხვედრაც. კიტოვანისა და გიორგაძის ნაამბობი  ერთმანეთს  დაემთხვა. მათ დაგვისახელეს იმ პირთა გვარები, ვინც ზვიად გამსახურდიას დევნიდნენ. სამეგრელოში ჩამოსვლის შემდეგ  შოთა კვირაიას, გია გულუასა და ავთო იოსელიანის ჯგუფები მისდევდნენ ფეხდაფეხ პრეზიდენტს. კონსტანტინე გამსახურდიას ფილმში არის ინტერვიუ ავთო იოსელიანთან, სადაც ის ადასტურებს, რომ მისი ჯგუფი კვალდაკვალ მისდევდა ზვიადს და მის გარემოცვაშიც ჰყავდა  თავისი ხალხი.

- იოსელიანი პრეზიდენტის დაცვის წევრებსაც გულისხმობდა?
- გვარების დასახელებას მოერიდნენ კიტოვანი და გიორგაძეც.  გვითხრეს, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარიმართება თქვენი საგამოძიებო ჯგუფის მუშაობაო. კიტოვანმა დაგვისახელა თანხა, რომელიც პრეზიდენტის მკვლელობაში გადაიხადეს.

- რა ოდენობის თანხაა და ვინ გადაიხადა?
- 50 ათასი დოლარი გადაიხადეს. კიტოვანმა დაგვისახელა გადამხდელის გვარიც, მაგრამ ჯერჯერობით მის ვინაობას ვერ გავამხელ.

- ამბობენ, რომ გამსახურდიას მკვლელობაში რუსები მონაწილეობდნენ.
- გადამხდელი ქართული მხარე იყო. კიტოვანმაც და გიორგაძემაც გვითხრეს, შევარდნაძეს თავისი ლეგიტიმაციისათვის არ სურდა, ზვიადი ცოცხალი ყოფილიყოო. შევარდნაძეს ცოცხალი ზვიადი არ სჭირდებოდა. გიორგაძისა და კიტოვანისგან ბევრი რამ გავიგეთ. მოსკოვში რამდენიმე დღით იმის გამო შევყოვნდი, რომ ჩანაწერები ჩამომეტანა.

- გიორგაძე დაუბრკოლებლად შეგხვდათ, ის ხომ წითელი ცირკულარით იძებნება?
- მას საქართველო ეძებს წითელი ცირკულარით, რუსეთი კი არა. მანქანა გამოგვიგზავნა, ტყეში კი არ შევხვედრივართ, გიორგაძეს "რია ნოვოსტის" ოფისში შევხვდით. ჩვენს საუბარს ორი ვიდეოკამერა იღებდა. შევარდნაძის დროს ხუთმა მინისტრმა მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მაშინდელი უშიშროების მინისტრი გიორგაძე არ დაეთანხმა ამ ვერსიას და კატეგორიულად განაცხადა, ეს თვითმკვლელობა არ არის და ამ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერო. ამის გამო გახდა მიუღებელი შევარდნაძისათვის, მერე კი - ძებნილიც.

ჩანაწერები საიმედოდ არის შენახული. თავის დროზე მას კომისიის სხდომაზეც აჩვენებენ და, ალბათ, ტელეეთერშიც გავა. კიტოვანსა და გიორგაძეს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ზვიადი მოკლეს. 

- ბესარიონ გუგუშვილი რატომ აცხადებს, პრეზიდენტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლეო?
- უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ და მას მკვლელობის თანამონაწილეობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ცხადია, რომ გუგუშვილი ყველაფერს არ ამბობს. ასევე მალავენ სიმართლეს პრეზიდენტის დაცვის წევრებიც. გუგუშვილი ზღაპრებს ჰყვება. რამ დააძინა ისე ღრმად, რომ ვერაფერი გაიგო? გარდა ამისა, იმ ოჯახში, სადაც ზვიად გამსახურდია დაიღუპა, მოხუცი ცოლ-ქმრის გარდა, მათი შვილიც იყო. ეს ახლახან გაირკვა.

- რომელმა ჯგუფმა იკისრა პრეზიდენტის ლიკვიდაცია?
- მდევართაგან ერთ-ერთმა.  ფაქტია, კვირაიამ არ ისურვა ჩვენთან შეხვედრა. გვითხრეს, რომ არავის ხვდება და ბევრს სვამს. კიტოვანმაც და გიორგაძემაც მკვლელის ვინაობა იციან. 

საზოგადოება მალე იხილავს ჩანაწერებს. ალბათ, ბესარიონ გუგუშვილსაც შევხვდებით. 

ელცინი შევარდნაძეს საქართველოს შუაზე გაყოფას სთავაზობდა. დაუშვებდა შევარდნაძე, რომ დასავლეთ საქართველოში გამსახურდია ყოფილიყო პრეზიდენტად, თვითონ კი თბილისში მჯდარიყო? გამსახურდია უპრობლემოდ გადმოვიდოდა აღმოსავლეთ საქართველოში. ყველაზე მეტად შევარდნაძეს სჭირდებოდა გამსახურდიას მოცილება. ასე რომ,  ბატონ ედუარდ შევარდნაძესთანაც გვექნება კითხვები. 
shota
10 თებერვალი 2010 20:35
შევარდნაძეს მაინც არაფერს არ უზამენ... ეს ხო ასე ნათელია,,, ნათელი იყო ისიც რო გამსახურდიას თავი არ მოუკლავს,,, ყველა გარეულია მაგ ამბავში, ამიტო, "პესჰკები" დაისჯებიან... ედვარდი და სხვები კი გამოძვრებიან, როგორც ყოველთვის
machabeli
10 თებერვალი 2010 14:23
achiko
10 თებერვალი 2010 11:42
"Souebis moyvaruli-ნელი! კიდევ რამდენი ნიკი გაქვს? რამდენიც არ უნდა იცვალო სახელები, წერის მანერით იშიფრები. ფილმი "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა" გამახსენდა - он же Жора, он же Гога, он же Гоша:))) აი თურმე ვინ ყოფილა მიშას მომხრე 4 მილიონი ადამიანი - ნელი და მისი სხვადასხვა სახელები:))))სადაც კი ხელი მიგიწვდება, პალიტრას მიწასთან ასწორებ, ტენდენციურობაში დებ ბრალს, არადა მგონი რეკორდსმენი ხარ კომენტარების. თითო სტატიაზე 5-5 კომენტარი გაქვს მინიმუმ დადებული. "


იცოცხლე, ძმაო
დიდი ჭკუა არც აქვს და არც სჭირდება მაგ ნიკებით მპოსტავს, ეს ყოველ მის სიტყვას ეტყობა.
სამაგიეროდ ამბიცია აქვს, რომ დამნაშავე და კრიმინალი მიშა ბაყბაყ-დევად წარმოაჩინოს.
ამას გამორჩენის მოლოდინის გარეშე არავინ იზამს, რადგან მიშას ნამდვილი სახე ისეთი საზარელია, არცერთი გრიმიორი უფასოდ არ იმუშავებს მაგ საზარელი სახის შესალამაზებლად.

რაც შეეხება მის ბრალდებას გაზეთის ტენდენციურობაზე, ამაშიც ტყუის, როგორც ყველაფერში.
გაზეთი ბეჭდავს ყველას კომენტარებს, თუ ისინი უცენზურო არაა

ერთადერთი, რაც ამ გაზეთზე ითქმის, ისაა, რომ იგი ცალსახად დგას ხალხის საწუხარის სადარაჯოზე და არ მალავს იმ წყლულებს, რომლებიც შევრდნაძემ გააჩინა და მიშამ უფრო ამრავლა.
ეს წყლულები თუ დაიმალა, ორგანიზმი ვერ განიკურნება.
ამდენი მიხვედრა არ აქვს ნელის და ამიტომ იცავს თავის მიშას

რაც შეეხება მიშას 'კარგი საქმეებს' ნუ იმადლებიან მიშოიდები
პრეზიდენტს იმისთვის ირჩევს ხალხი, რომ კარგი საქმეები აკეთოს და არა იმისთვის, რომ თავისი ახლობლები ააყვავილოს.
მეორეც, მაგ საქმეებს უცხოეთი ავალდებნულებს, თორემ ბოლო კაპიკსაც სახლში წაიღებდა
მესამეც, ცოტა კარგი თუ არ აკეთა, ბევრი ცუდი არ გადაიფარება და მისი ჩამოშლა დაჩქარდება
მისი ჩამოშლა კი ისევე გარადუვალია, როგორც გათენება
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჟირინოვსკის ნათქვამზე ხელის მოწერის სურვილი გამიჩნდებოდა

ესეც ორი! მესამე რიგში დგას. ალბათ მეოთხეც გამოჩნდება! სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის მეგონა, ქართველებში თავმოყვარეობის გრძნობა გამძაფრებული იყო; მეგონა, საქართველოს ისტორიაში საკმარისად იყო მაგალითები საიმისოდ, რომ გვესწავლა... 

თუმცა, ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილმა თავში კეტი ჩამცხო და გამომაფხიზლა. როდესაც პუტინის კაბინეტში ჩამომსხდარ და თავდახრილ ქართველ პოლიტიკოსებს ვუყურებ, ყოველთვის ვფიქრობ: რა საჭირო იყო ეროვნული მოძრაობა? ვისთვის იყო ეს საჭირო? ვისთვის ან რისთვის დაიღვარა 9 აპრილს სისხლი. იმისთვის, რომ ჩვენ ისევ რუსეთთან მივხოხებულიყავით? მახსოვს, წლების წინ ჟირინოვსკი "რუსთავი 2"-ის ეთერით გვემუქრებოდა: მოვა დრო და ქართველები მუხლებზე მოხოხდებით ჩვენთანო. იგი ამ ფრაზას ხშირად იმეორებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, გიჟია ეს ოხერი-მეთქი. ისიც მახსოვს, მაშინ დავწერე: ამას ვერასოდეს ეღირსებით, ვლადიმირ ვოლფოვიჩ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქართველებმა ხოხვა არ იციან-მეთქი.
KvirisPalitra.Ge ტყუილი ქართული პოლიტიკის განუყრელი კომპონენტი დიდი ხანია გახდა და ეს კამათს აღარ იწვევს. თუ ადრე გონების დაძაბვა და ინტელექტუალური წიაღსვლები იყო საჭირო იმისთვის, რომ გაგვეგო, სად და როდის გვატყუებდნენ ქართველი პოლიტიკოსები, ახლა ეს ამბავი მეტად მარტივი და პოლიციის შენობასავით გამჭვირვალე გახდა.
KvirisPalitra.Ge მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ევროპა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ლაპარაკობენ, საფრანგეთის ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი "მისტრალის" მიყიდვით გაეძლიერებინა. ამ ფაქტმა ლოგიკურად გააჩინა ეჭვი ევროპის ორმაგ სტანდარტებზე, რომ აგრესორ რუსეთთან ევროპა მეტისმეტად ლმობიერია.
KvirisPalitra.Ge "ჩემი და ლევანის ურთიერთობა  პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მაღლა დგას"

მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ირაკლი ალასანიას ჩასვლას ელიან. კეთდება მინიშნებები კრემლის ფარულ ფავორიტზე, რომლის ვინაობის დროზე ადრე გამჟღავნებასაც მოსკოვი ერიდება. აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და რით ხსნის საზოგადოების ერთი ნაწილისთვის დამაბნეველ და ზოგისთვისაც გაუგებარ ნაბიჯებს, ინტერვიუდან შეიტყობთ:
KvirisPalitra.Ge ოპოზიციას ერთიანობის მიღწევა სულ უფრო უჭირს. რა არის ამის მიზეზი, რატომ ვერ აღწევენ სასურველ შედეგს ოპოზიციურ ძალთა შორის კონსულტაციებზე, ვინ რა შედეგის მიღწევას ცდილობს და რა როლი აკისრია დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე, ამის გარკვევა მოლაპარაკებებში ჩართულ, ყველა ძალისათვის მისაღებ პერსონასთან, თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილთან ვცადეთ.
KvirisPalitra.Ge "არ დაუშვათ ლარსის გახსნა!"

არ ვიცი, როგორ მოგმართოთ ან რა გითხრათ, როგორ მოგეფეროთ. მე სულითა და გულით ქართველი ვარ და მიყვარს ჩემი სამშობლო, რომელიც არ მინახავს. უფლება არა მაქვს, არ მიყვარდეს ჩემი ქვეყანა. მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ ბარათის დაწერა.
KvirisPalitra.Ge რევოლუციას გენიოსები გეგმავენ, ფანატიკოსები ასრულებენ და ნაძირალები იყენებენ

რუსული წინააღმდეგობის მიუხედავად, ტელეარხი "პირველი კავკასიური", მისი მესვეურების თქმით, მალე მაინც გავა ახალ სიხშირეზე ახალი ძალებით. სანდო წყაროს ინფორმაციით, "პირველი კავკასიურის" ეთერში ოლეგ პანფილოვის გარდა, სხვა ცნობილ რუს ჟურნალისტებსაც ვიხილავთ.
KvirisPalitra.Ge "თუ ამის საჭიროება იქნება,
მზად ვარ, ქართულ არმიაშიც ჩავეწერო"


”ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ქართული ოპოზიცია რუსეთს ემუდარება - თუ ღმერთი გწამს, თბილისში შემოდიო”

საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე, რუსეთსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების ალბათობაზე "ინტერპრესნიუსი" ცნობილ უფლებადამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ესაუბრა.
KvirisPalitra.Ge ”ამათ თუ პასუხი არ ვაგებინეთ, ჩვენი შვილები მათხოვრობისთვის იქნებიან განწირული”

ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციაში დიდი ვნებათაღელვის საგნად იქცა, მერობის  კანდიდატად "მრეწველთა" დასახელებული გოგი თოფაძე კი უცნაურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. რას ფიქრობს ოპოზიციურ ფლანგზე განვითარებულ მოვლენებზე და როგორი უნდა იყოს "მრეწველების" ლიდერის აზრით თბილისის მერი, ინტერვიუდან შეიტყობთ:
გასულ კვირას, ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი არკვევდა, - ალასანია იყო ლევან გაჩეჩილაძის ტყვეობაში თუ პირიქით. ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და ერთიცა და მეორეც ნოღაიდელის ტყვედ მოიაზრა. ბოლოს ალასანიამ თვითონვე განმარტა, - არავის ტყვეობაშიც არა ვარო...