"ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ალასანიაზე უკიდურესად გაბრაზებული ვარ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ალასანიაზე უკიდურესად გაბრაზებული ვარ"

"ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება არ მაკმაყოფილებს. შემსრულებლის დაკავება პასუხად ვერ ჩაითვლება."

"კარგია, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს ხშირად ხვდება... მაგრამ სახელისუფლო პარტიასთან ურთიერთობაც აუცილებელია."

როგორ აპირებს ევროინტეგრციის კომიტეტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ანტიდასავლურად განწყობილ თანაგუნდელებთან ურთიერთობას და რატომ აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებებს ჭორაობად, "კვირის პალიტრის" კითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელი პასუხობს:

- გოგი თოფაძის პოზიცია საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, მსგავს განცხადებებს "მრეწველები" წლების განმავლობაში აკეთებდნენ, მაგრამ როცა საქმე პულტზე თითის მიჭერამდე მიდიოდა, ყველა დასავლურ დეკლარაციას ხელს აწერდნენ. ექსპერტი არ ვარ, რომ გოგი თოფაძის განწყობების ანალიზი გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, მისი განცხადებები აქტუალური არ არის, ის იმ ადამიანებს არ წარმოადგენს, რომლებიც ქვეყნის საგარეო კურსს განსაზღვრავენ.

- "თავისუფალი დემოკრატები" განსხვავებულად ფიქრობენ და გოგი თოფაძეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამხმოვანებლად მიიჩნევენ. თქვენ გაქვთ პასუხი, რატომ დაარღვია გოგი თოფაძემ საგარეო კურსზე სამწლიანი დუმილი?

- "თავისუფალი დემოკრატები" ამ ბოლო დროს ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებენ, მაგრამ რატომღაც სამი წლის განმავლობაში ასე არ ფიქრობდნენ. შეგვახსენონ ერთი შემთხვევა მაინც, როცა მინსიტრთა კაბინეტში საგარეო მიმართულებით უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებს თავად ხელმძღვანელობდნენ და პრემიერ ბიძინა ივანიშვილისგან პრობლემა შეექმნათ. თუ ასეთ მაგალითს ვერ ასახელებენ, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორაობაა, რაშიც მათ ვერ ავყვები.

- "რესპუბლიკელებს" ღიად დაუჭირეთ მხარი, როცა ისინი კოალიციას ტოვებდნენ. დღეს ამ პარტიის მიმართ სოლიდარული აღარ ხართ?

- ზოგადად, არ მომწონს, როცა მუშტებს ბრძოლის შემდეგ იქნევენ. როცა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციას ტოვებდნენ - ვისაც არ ეზარებოდა, მათი ლანძღვა დაიწყო. ასეთ დროს აუცილებლად ამ ადამიანების გვერდით ვიქნები, მაგრამ, მიმაჩნია, რომ როცა წლების განმავლობაში, ერთ გუნდში ყოფნისას პრეტენზიები არასოდეს გქონია და ხელებს მხოლოდ წასვლის შემდეგ იქნევ, სწორი საქციელი არ არის. დღეს ვფიქრობ, რომ "თავისუფალი დემოკრატებიც ანალოგიურად" იქცევიან და ჭორაობის რეჟიმში გადავინდენ.

- დავაზუსტოთ, ხმები იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკელები" მომავალ არჩევნებზე ირაკლი ალასანიასთან ალიანსში შეიძლება გიხილოთ, უსაფუძვლოა?

- ჩვენ ერთ ალიანსში ვიყავით, მაგრამ დღეს აღარ ვართ... "თავისუფალ დემოკრატებთან" ალიანსში ვრჩებით ევროპულ ოჯახში, ისევე როგორც "ქართულ ოცნებასთან" და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად... ბიძინა ივანიშივილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, ირაკლი ალასანიაზე უკიდურესად გაბრაზებული ვარ...ასე არ ხდება. ყველაფერი რასაც ამბობს, მხოლოდ ჭორაობაა. მე არ ვილაპარაკებ შიდა სამზარეულოზე და არ გავამხელ მანამდე ვინ რა პოზიციაზე იყო.

- ანუ კოალიციაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილის მისამსართით ირაკლი ალასანიას საყვედურო არც პირად საუბრებში გამოუთქვამს?

- ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ყველას შეუძლია ნახოს საჯარო განცხადებებიც, ვინ რას ამბობდა კოალიციის დატოვებამდე და მარტივად მიხვდებით, თავის დროზე ვინ იყო მორჩილების რეჟიმში და სახე ვის არასოდეს დაუკარგავს. რას ვიზამთ, ეს ადამიანების არჩევანია, რომელშიც ვერ შევეზიარები. საგარეო კურსზე კამათი კი, არასოდეს დაწყბულა, ეს "ნაციონალური მოძრაობის" აკვიატება იყო, ამ დემაგოგიაში, კი მათ, სამწუხაროდ, "თავისუფალი დემოკრატებიც" აყვნენ.

- ირაკლი ალასანიას არც თავდაცვის მინსიტრის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებში ეთანხმებით?

- ირაკლი ალასანიამ ეს განცხადებები კოალიციიდან წამოსვლიდან 6 თვის თავზე გააკეთა და რა უნდა ვთქვა, რას ფიქრობდა ის ამ ხუთი თვის განმავლობაში? მეგობრობით არ იზომება მსგავსი საკითხები, მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანია 20 წლის მეგობარია.

- ერთ-ერთ ინტერვიუში "რესპუბლიკელები" ბიძინა ივანიშვილმა სწორედ იმის გამო გაგაკრიტიკათ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" პოზიციები გაიზიარეთ. ირაკლი ალასანიასადმი განწყობა ამ განცხადების შემდეგ ხომ არ შეგიცვლიათ?

- ბიძინა ივანიშვილს არ გავუკრიტიკებივართ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საყდრისთან დაკავშირებით დღესაც ვფიქრობ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო. საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა მხოლოდ საყდრისის თემით არ დამდგარა, ქვეყანაში ათეულობით მსგავსი პრობლემაა. საერთოდ, თუ კოალიციაში განსხვებული აზრი ჩნდება, ეს არ ნიშნავს, რომ მტერი ხარ. ნორმალურ სამყაროში ამას ჯანსაღ იოპონირება ქვია. სადაც პროცესი იკარგება, პოლიტიკური გახრწნა იწყება, რაც ორჯერ უკვე ვიხილეთ და ღმერთმა არ ქნას, იგივე მოხდეს.

- ის, რაც თუნდაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევამდე მმართველ გუნდში ხდებოდა, თქვენი აზრით ჯანსაღი პროცესი იყო?

- ორგანიზებულობა კოალიციას არ აკლია, ნატო-სკენ ერთად მივდივართ და ფუნდამენტურ საკითხებზეც ვთანხმდები, ბიუჯეტსაც ხმას ვაძლევთ. თუ რომელიღაც კონკრეტულ კანონზე განსხვავებული აზრი გვექნება, ეს შეთქმულების თეორიების საფუძველს არავის აძლევს. ეს სერიოზული საკითხების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულებაა. ის, რაც კამერების წინ ხდებოდა, შეიძლებოდა მომხდარიყო კამერების უკან, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჯარო პოლიტიკა ავირჩიეთ. მინდა გითხრათ, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაშიც, საქართველოში ბევრი ისეთი მომენტი დაგიდგებათ, როდესაც კოსნპირაციული თეორიებით შეიძლება იკვებოთ, მაგამ ეს დემოკრატიის ნაწილია. საერთოდ, დემოკრატია დიქტატურაზე რთული მმართველობაა.

- დემოკრატიული მმართველობა ქილერების თავისუფლებაში ყოფნასაც ითვალისწინებს და ვაზაგაშვილისა და ხარძიანის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ ეკისრება?

- რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს დაახლოებით იგივეა "შარლი ებდოს" ინციდენტზე პასუხისმგებლობა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინსტრს რომ დავაკისროთ... ახლა მთავარია საგამოძიებო სტრუქტურები საქმის რამდენად სწრაფად გამოიძიებენ და გაეცემა თუ არა საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას პასუხი. პირადად მე, ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება არ მაკმაყოფილებს. შემსრულებლის დაკავება პასუხად ვერ ჩაითვლება.

- თქვენი აზრით, პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთდაპირისპირება რამდენად დემოკრატიული პროცესია?

- პრემიერის კრიტიკას არ ვიზიარებ იმ ნაწილში, როცა აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას პრეზიდნეტისა კრიტიკისა და ამაზე მთავრობის პასუხის მოსმენის დრო არ აქვს. პოლიტიკაში ჩვეულებრივი ამბავია, როცა ხელისფლების სხვადასხვა წარმომადგენლები პოზიციებს თვალსაჩინოს ხდიან მოსახლეობისთვის. რაც შეეხება პრეზიდენტის ანგარიშზე მთავრობის არყოფნის საკითხს, ამაზე განცხადება შარშანაც გავაკეთე და ვთქვი, რომ ეს სწორი არ არის. იგივე განწყობა შარშან "თავისუფალი დემოკრატებისგან" არ მოგვისმენია და თავად არ დაესწრნენ პრეიზნდეტის ანგარიშს, რაც ბევრ რამეზე მიანიშნებს... პარლამენტში მთავრობის წევრების ცარიელი სკამები სერიოზული უხერხულობას წარმოშობს, მაგრამ პრეზიდნეტი მმართველ გუდნთან კომუნიკაციას უნდა ახერხებდეს. კარგია, რომ გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებს ხშირად ხვდება... პრეზიდენტი ზუსტად ასეთი მინდა, ადამიანი, რომელსაც ოპოზიციასთან დიალოგი შეუძლია, მაგრამ სახელისუფლო პარტიასთან ურთიერთობაც აუცილებელია. ვფიქრობ, ამ საკითხში გიორგი მარგველაშვილი რაღაცას აკლებს.

- "რესპუბიკელებსაც" ხომ გყავთ თქვენი წარმომადგენელი მინისტრთა კაბინეტში. პაატა ზაქარეიშვილი რატომ არ დაესწრო პრეზიდენტის ანგარიშს?

- არ ვიცი, პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტის ანგარიშს რატომ არ დაესწრო, ალბათ, სწორედ იმ მიზეზით რა მიზეზითაც დანარჩენი მისნიტრები. ცდებით, თუ გგონიათ, რომ მის დაცვას დავიწყებ, ნამდვილსად არა....

- დაბოლოს, ბევრჯერ ითქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნების" ლიდერად დავით უსუფაშვილს მოიაზრებს...

- არავინ არავის გადაბირებაზე არ ფიქრობს. განსაკთრებით "რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით ასეთი აზრები გონიერ ადამიანებს არ უნდა უჩნდებათ. ვინც ჩვენ გვიცნობს, კარგად იცის, რა ტიპის პარტია გვაქვს და როგორ არიან აქ ადამიანები გაერთიანებულნი...

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)