პრემიერი მესამე ვაჟის მამა გახდა - კვირის პალიტრა

პრემიერი მესამე ვაჟის მამა გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მესამე ვაჟის მამა გახდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნუნუკა თამაზაშვილის მესამე შვილი გუშინ, ხარების დღესასწაულზე ღამის 12-ის ნახევარზე დაიბადა და მას გაბრიელი დაარქვეს. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ამ რამდენიმე დღის წინ წყვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან  იმყოფებოდა. უწმინდესმა ფეხმძიმე ნანუკა თამაზაშვილი დალოცა.